Aa
Aa

"შუმახერი" - NETFLIX-ის დოკუმენტური ფილმის პრემიერა დღეს შედგება

Senna-ს გამოსვლიდან 11 წლის შემდეგ, ფორმულა 1-ის მოყვარულები დღეიდან დოკუმენტურ ფილმს მიხაელ შუმახერზეც იხილავენ. ფილმი იქნება ლეგენდარულ პილოტზე, რომელმაც ავტორბოლა სრულიად ახალ დონემდე აიყვანა.

The Last Dance-ის მსგავსად, რომელიც კალათბურთის სუპერვარსკვლავ მაიკლ ჯორდანზეა გადაღებული, ეს ფილმიც სპორტსმენის მეტოქეებსა და მისი პირადი ცხოვრებიდან ნაკლებად ცნობილ დეტალებზე იქნება. 

აღსანიშნავია,რომ 2013 წელს ალპებში მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ შუმახერის ოჯახი ჩემპიონის მდგომარეობას მკაცრად ასაიდუმლოებს. 

ფილმში,რომე;საც „შუმახერი“ ქვია, ოჯახი ლეგენდის იშვიათ კადრებს გაავრცელებს. დიდი ხნის საიდუმლოს ფარდა ნაწილობრივ მაინც აეხდება. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების მხრიდან უდიდესი ინტერესია, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დღემდე უცნობია. შუმახერზე მიკა ჰაკინენი, ჟან ტოდი, სებასტიან ფეტელი და სხვები ისაუბრებენ. 

დოკუმენტური ფილმის შესაქმნელად ორმა ცნობილმა გერმანელმა რეჟისორებმა მიხაელ ვეხმა და ჰანს-ბრუნო კამერტონსმა ითანამშრომლეს. ფილმში ინტერვიუები შუმახერის ოჯახის ყველა წევრთან იქნება.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები