ინძაგი:
Aa
Aa

ინძაგი: "2007 წლის ფინალი ჩემი ცხოვრების მატჩია"

ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში გულშემატკივრები საკმაოდ საინტერესო დაპირისპირებას იხილავენ. „ლივერპული“ „მილანს“ უმასპინძლებს. ყველას კარგად ახსოვს ამ გუნდების 2005 და 2007 წლის ფინალი. ამასთან დაკავშირებით კი „როსონერის“ ყოფილმა თავდამსხმელმა ფილიპო ინძაგიმ ისაუბრა.

რა თქვა ინძაგიმ?

„იმედი მაქვს, განმეორებითი მატჩის დროს იტალიაში ვიქნები და სან სიროზე მისვლას შევძლებ. 2007 წლის ფინალი ჩემი ცხოვრების მატჩია. ამ თამაშმა უამრავი საოცარი მოგონება დამიტოვა.

ახლა ყველაზე დიდ სიამოვნებას ის მანიჭებს, რომ „მილანი“ ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნდა. ეს ყველაფერი სტეფანო პიოლის და მალდინის სწორი მუშაობის შედეგია. არ უნდა დაგვავიწყდეს ფეხბურთელებიც, რომლებმაც საოცარი ერთსულოვნება აჩვენეს.

„ლივერპული“ ერთ-ერთი ყველაზე რთული მეტოქეა, რომელსაც შეიძლება შეხვდე, თუმცა ასეთი მატჩებიდან გუნდმა ბევრი რამ უნდა ისწავლოს და გაიზარდოს. ვიმედოვნებ, რომ კარგ შეხვედრას ვნახავთ. ძალიან მინდა „მილანმა“ იდეალურად ითამაშოს.“

2007 წლის ფინალი

2007 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში ერთმანეთს „მილანი“ და „ლივერპული“ დაუპირისპირდნენ. ფილიპო ინძაგის დუბლით „როსონერი“ 2:0-ს იგებდა. 89-ე წუთზე დირკ კიუიტმა სხვაობა შეამცირა და ყველას 2005 წლის ფინალი გაახსენდა, თუმცა ამჯერად კარლო ანჩელოტის გუნდმა თავი კარგად დაიცვა, მეტი გოლი აღარ გაუშვა და ისტორიაში მე-7 ჩემპიონთა ლიგის ტიტულს დაეუფლა.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები