Aa
Aa

"სირცხვილია რომელიმეს გამორჩევა" - ბუფონი ნავასზე და დონარუმაზე

„პარი სენ ჟერმენში“ ორმა ძალიან ძლიერმა მეკარემ მოიყარა თავი. საუბარი კეილორ ნავასზე და ჯანლუიჯი დონარუმაზეა. გულშემატკივრების აზრი ორად არის გაყოფილი. ერთი ნაწილი თვლის, რომ პსჟ-ს ძირითადი კიპერი ნავასი უნდა იყოს, ხოლო მეორე ნაწილი კი დონარუმას ამჯობინებს.

ამასთან დაკავშირებით beIN SPORT-თან კომენტარი ლეგენდარულმა ჯანლუიჯი ბუფონმა გააკეთა.

რა თქვა ბუფონმა?

„როდესაც პსჟ-ს დონის გუნდს ორი ასეთი მეკარე ჰყავს, რთულია არჩევანის გაკეთება. პოჩეტინოსი კარგად მესმის.. ვფიქრობ, უსამართლო იქნება, თუ რომელიმეს ძირითადი შემადგენლობის მეკარედ მოვიხსენიებთ.

პოჩეტინოს ადგილზე, არჩევანს მათი ფორმის მიხედვით გავაკეთებდი. როდესაც ორი ძლიერი მეკარე გყავს სირცხვილია მათ შორის ერთი კონკრეტულის არჩევა და გამორჩევა. უფრო სწორი იქნებოდა, რომ ორივეს ერთნაირი შანსი ჰქონდეს.“

დონარუმა საკუთარ მომავალზე

„ზოგადად, მინდა, რომ მსოფლიოში საუკეთესო მეკარე ვიყო და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ. წარმატების მისაღწევად თავგანწირვა და თავმდაბლობაა საჭირო. მთავარი კი ყველაფერში თავმდაბლობაა. პსჟ-ს დიდი ხნის განმავლობაში უნდოდა ჩემი გადაყვანა. აქ სათამაშოდ ვარ ჩამოსული.

კეილორ ნავასი დიდებული მეკარეა და პატივს ვცემ, მაგრამ მე აქ სათამაშოდ ვარ. კონკურენცია კარგია და წინსვლაში დაგვეხმარება. ძირითად შემადგენლობაში თავის დასამკვიდრებლად ყველაფერს გავაკეთებ. სირთულეების გადასალახად მზად ვარ. ვფიქრობ, პრობლემები არ შეგვექმნება. მე და კეილორი მეგობრები ვართ და ჯანსაღი კონკურენცია ყოველთვის კარგია.“

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები