ახალი გამოწვევა - ელენე ილურიძე კარიერას აშშ-ში გააგრძელებს
Aa
Aa

ახალი გამოწვევა - ელენე ილურიძე კარიერას აშშ-ში გააგრძელებს

კოლეჯების ქალთა კალათბურთში UT Tyler-ის პროგრამა გრძელდება და „პატრიოტების“ მთავარმა მწვრთნელმა რებეკა ალვიდრესმა სამი გოგონა დაიმატა. ინფორმაცია ნამდვილად სასიხარულოა,რადგან სამ კალათბურთელში ქართველი გოგონა ელენე ილურიძეც მოხვდა.

„ ელენე ძალიან მონდომებულია. ძალიან მიხარია,რომ ის ჩვენი გუნდის წევრი გახდა. გამოსარჩევია,რომ მას ბევრ პოზიციაზე შეუძლია თამაში.ის კარგად თამაშობს დაცვაში და მისი საერთაშორისო გამოცდილება კი გუნდში დამაჯერებლობას მოიტანს.. მისი მონდომება და სპორტული ეთიკა ჩვენ გუნდში დონეს აწევს“ - განაცხადა ალვიდრესმა

ახალგაზრდა კალათბურთელს დავუკავშირდით და მან ჩვენთან მცირე კომენატარი გააკეთა.

"პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ ბავშვობის ოცნება იყო მეთამაშა ამერიკის კოლეჯში/უნივერსიტეტში. რა თქმა უნდა ველოდებოდი რომ ეს დღე დადგებოდა, თუმცა სრულიად შემთხვევით, მოულოდნელად გამოჩნდა ეს უნივერსიტეტი. პირველი ემოციები აღუწერელია. როცა გავაცნობიერე რომ ჩემს ოცნებას ავიხდენდი, რისთვისაც ვიბრძოდი და ვშრომობდი. საკუთარი თავში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ არაფერია შეუძლებელი და ერთ დღეს აუცილებლად დაფასდება შრომა. მიზანი ბევრი მაქვს. მაგრამ ერთ-ერთი მთავარი მიზანი დიდი კალათბურთის თამაშია. ამ მიზნის მიღწევაში დამეხმარება ეს უნივერსიტეტი, მივიღებ გამოცდილებას და მომცემს საკმაოდ დიდ ცოდნას. ვეცდები მაქსიმუმი გავაკეთო და მივაღწიო იმ წვერვალს, რომლისკენაც მივიწევ."-აღნიშნა ელენემ

ელენე ილურიძე 21 წლის კალათბურთელია,რომელიც მცირე ფორვარდის პოზიციაზე ასპარეზობს. აღსანიშნავია,რომ ელენემ 2017 წელს 18-წლამდე B დივიზიონის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ასაკობრივ ნაკრებთან ერთად იასპარეზა. 

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები