ბარსას ფატი დაუბრუნდა - კუმანი შესაძლოა მალევე დაითხოვონ
Aa
Aa

ბარსას ფატი დაუბრუნდა - კუმანი შესაძლოა მალევე დაითხოვონ

„ბარსელონაში“ „ბაიერნთან“ მარცხის შემდეგ ისედაც არეული ვითარება კიდევ უფრო არეულია და შიდა დაძაბულობა უკვე მარტივად შესამჩნევი გახდა.

ამ მომენტისთვის კარგი ამბავი ის არის, რომ ანსუ ფატიმ ექიმებისგან თამაშის ნებართვა მიიღო და ახლა ყველაფერი სამწვრთნელო შტაბზეა დამოკიდებული, თუ როდის და რომელ შეხვედრაში მისცემენ მას სათამაშო წუთებს.

რაც შეეხება თავად სამწვრთნელო შტაბს, რონალდ კუმანმა შესაძლოა პოსტი შემოდგომაზევე დატოვოს. TV3-ის ცნობით, კლუბის ხელმძღვანელთა აზრი ორ ნაწილად არის გაყოფილი. ერთი მხარე ნიდერლანდელის ახლავე დათხოვნას ითხოვს, მეორე კი მისთვის რამდენიმე კვირის მიცემის მომხრეა.

როგორც მადრიდული AS-ი წერდა, „ბაიერნთან“ წაგების შემდეგ ლაპორტამ კუმანს ულტიმატუმი წაუყენა. თუ, „ბარსა“ მომდევნო 4 მატჩიდან (გრანადა, კადისი, ლევანტე, ბენფიკა) რომელიმეში 1 ქულას მაინც დაკარგავს, ნიდერლანდელი თანამდებობას დატოვებს.

კონტრაქტის თანახმად, კუმანის ნაადრევად დათხოვნის შემთხვევაში „ბარსას“ მისთვის 12 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს, თუმცა კლუბი საამისოდ მზად არის, რადგან როგორც ვხედავთ ნიდერლანდელი სპეციალისტი ხელმძღვანელობის თვალში ნდობას ნელ-ნელა სრულად კარგავს.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები