Aa
Aa

"ეს გოლი შენთვის იყო მამა" - აკეს მამა გოლიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა

ჩემპიონთა ლიგის პირველი ტური „მანჩესტერ სიტიმ“ უხვგოლიანი მატჩით გახსნა, თუმცა „ლაიპციგთან“ შეხვედრას თან სევდიანი ფონი ჰქონდა. „ქალაქელთა“ ნიდერლანდელ მცველს ნათან აკეს, თავისი სადებიუტო გოლიდან რამდენიმე წუთში მამა გარდაეცვალა.

ფეხბურთელმა ამის შესახებ მატჩის შემდეგ ისაუბრა:

„ბოლო რამდენიმე კვირა ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. მამაჩემი ძალიან ცუდად იყო და მკურნალობა შეუძლებელი გახლდათ. გამიმართლა, რომ ჩემი ცოლის, ოჯახისა და მეგობრების მხარდაჭერა მქონდა.

გუშინ, ჩემპიონთა ლიგაზე ჩემი პირველი გოლი გავიტანე და რამდენიმე წუთის შემდეგ, მამა მშვიდად ოჯახის წევრებით გარშემორტყმული გარდაიცვალა. მის გვერდით დედა და ძმა იმყოფებოდნენ.

შესაძლოა, ეს ასეც უნდა მომხდარიყო. მამაჩემი ყოველთვის ამაყი და ბედნიერი იყო, როცა ჩემს თამაშს უყურებდა. ვიცი, რომ შენ ყოველთვის ჩემთან ხარ. შენ ყოველთვის იქნები ჩემს გულში. ეს გოლი შენთვის იყო მამა“,

- წერს აკე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ გუარდიოლას გუნდმა „ლაიპციგს“ 6:3 მოუგო და ჯგუფში გალიდერდა. პსჟ-მ თავის შეხვედრაში „ბრიუგესთან“ ფრედ 1:1 ითამაშა და ქულები დაკარგა.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები