ბარსელონა იანვარში სტერლინგის იჯარით დამატებას გეგმავს
Aa
Aa

ბარსელონა იანვარში სტერლინგის იჯარით დამატებას გეგმავს

„ბარსელონა“ შემადგენლობის გაძლიერებაზე უკვე ფიქრობს და ზამთარში რაჰიმ სტერლინგის გადაბირებას გეგმავს.

ესპანური Sport-ის ცნობით, კატალონიელებს ინგლისელი გარემარბის 1-წლიანი იჯარით აყვანა სურთ. კლუბი ფეხბურთელს გაზრდილ სათამაშო დროს სთავაზობს, რაც მას „მანჩესტერ სიტიში“ უკვე აღარ აქვს.

ჯეკ გრილიშის ტრანსფერმა სტერლინგს თავის პოზიციაზე თამაშის შანსები გაუნულა. მარჯვენა ფლანგზე კი მას ერთბაშად 3 კონკურენტი ჰყავს - მაჰრეზი, ჟესუსი და ბერნარდო სილვა.

წყაროს ცნობით, სტერლინგი მზადაა გუნდი შეიცვალოს და თავის ყოფილ თანაგუნდელს სერხიო აგუეროს შეუერთდეს.

ამ მომენტისთვის უცნობია „სიტის“ პოზიცია, თუმცა ზაფხულში იწერებოდა, რომ „ქალაქელები“ სტერლინგის გასაყიდად მზად იყვნენ, მაგრამ ინგლისელის სანაცვლოდ კლუბმა სარფიანი წინადადება ვერ მიიღო.

აქვე გეტყვით, რომ „ბარსა“ ზამთარში დანი ოლმოს გაფორმებასაც უმიზნებს. „ლაიპციგის“ ესპანელმა შემტევმა კატალონიელებს თანხმობა უკვე მისცა. ამჯერად კლუბებმა უნდა მოილაპარაკონ.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები