ოლმო, ჰოლანდი, პოგბა - ბარსას ამბიციური გეგმები
Aa
Aa

ოლმო, ჰოლანდი, პოგბა - ბარსას ამბიციური გეგმები

2022 წლის სატრანსფერო ფანჯრისას „ბარსელონა“ აქტიურობას გეგმავს. ჟოან ლაპორტა ხვდება, რომ ამჟამინდელი შემადგენლობით ტიტულებზე ფიქრი უტოპიაა.

Mundo Deportivo წერს, რომ „ბარსა“ დანი ოლმოს, ერლინგ ჰოლანდისა და პოლ პოგბას შეძენას გეგმავს.

ოლმოსთან კლუბს პირადი კონტრაქტი უკვე შეთანხმებული აქვს. „ლა მასიას“ აღზრდილ ესპანელს „კამპ ნოუზე“ დაბრუნების სურვილი აქვს, თუმცა კლუბების შეთანხებამდე რაიმეზე გადაჭრით საუბარი ნაადრევია. სატრანსფერო თანხად 60-70 მილიონი ევრო სახელდება.

რაც შეეხება ჰოლანდს, ნორვეგიელი 2022 წლის ზაფხულში 75 მილიონად იქნება შეფასებული, რაც მის კონტრაქტში პირდაპირ წერია. „დორტმუნდის“ ლიდერისთვის „ბარსას“ დიდი ბრძოლის გადატანა მოუწევს, რადგან მის მიმართ ინტერესი თითქმის ყველა გრანდს აქვს.

Mundo Deportivo-ს ცნობით ლაპორტა პრობლემას ნახევარდაცვაში ხედავს და პოლ პოგბას გაფორმებას უმიზნებს.

როგორც წყარო წერს, ლაპორტა პოგბას აგენტს მინო რაიოლას უკვე დაუკავშირდა და თავისი სურვილის შესახებ ესაუბრა. მიუხედავად რთული ფინანსური მდგომარეობისა, „ბარსას“ პრეზიდენტი ხვდება, რომ შემადგენლობას გაძლიერება სჭირდება.

კლუბში ფინანსური მდგომარეობა ნელ-ნელა უმჯობესდება და ტრანსფერებთან დაკავშირებით ახალი ინფორმაციების გავრცელება სწორედ ამ ფაქტს უკავშირდება.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები