კუმანი:
Aa
Aa

კუმანი: "ყველა თამაშის მოგება შეგვიძლია"

ლა ლიგის მე-5 ტურში კატალონიის „ბარსელონა“ „გრანადას“ მასპინძლობს, თუმცა „ბლაუგრანასთვის“ ეს რიგით მე-4 თამაშია, რადგან „სევილიასთან“ დაპირისპირება გაურკვეველი დროით გადაიდო. მატჩის წინ, რონალდ კუმანმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

 რა თქვა კუმანმა?

„გამარჯვებისთვის სხვადასხვა გზები არსებობს და ამას ბევრი გუნდი აჩვენებს. ძირითადად ეს ფეხბურთელებზე არის დამოკიდებული. ჩვენ ძირითადად 4-3-3 სისტემით ვთამაშობთ. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი შემტევი და ნახევარმცველი მყავს გუნდში. ვფიქრობ, „ბაიერნთან“ უფრო გახსნილად, რომ გვეთამაშა უფრო დიდი ანგარიშით წავაგებდით.

ყველა თამაშის მოგება შეგვიძლია, უბრალოდ ამისთვის კარგად უნდა მოვემზადოთ და რიგ ეპიზოდებში თავი იდეალურად დავიცვათ. ახალგაზრდა ფეხბურთელებზე არ ვღელავ. ყველას აქვს თავისი სათამაშო წუთები. ჯერჯერობით ვერ გეტყვით, თუ როდის ექნებათ მეტი დრო. ვალდებული ვარ მათთან ბევრი ვიმუშავო. ისეთი ფეხბურთელი, როგორიც პედრია, მუდამ ძირითადში უნდა გყავდეს.

ანსუ ფატის ასაკის მიუხედავად საოცარი სათამაშო ხარისხი აქვს და ბევრი გოლი გაიტანა. მისი დაბრუნების ზუსტ თარიღს ვერ გეტყვით, თუმცა ახლა ის გუნდთან ერთად ვარჯიშობს და შესაძლოა 1 კვირაში ან 10 დღეში დაბრუნდეს.

ჩემი აზრით, „გრანადა“ დიდად არ შეცვლილა, თუმცა ყველა მწვრთნელის თავისი სისტემა აქვს. ახლანდელი დამრიგებელი 4-3-3 სქემით თამაშობს და ფიზიკურად ძლიერი გუნდი ჰყავს. მათ სახლში ვეთამაშებით და ეს დიდი პლუსია. ვფიქრობ, გასულ სეზონთან შედარებით ბევრად განსხვავებულ თამაშს ვიხილავთ. ამას გულშემატკივრების სტადიონზე ყოფნა განაპირობებს.“

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონას“ და „გრანადას“ მატჩი 20 სექტემბრით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები