17-წლამდე ნაკრების მწვრთნელი დისციპლინაზე: „წლები რომ გასულა ფეხბურთელებს მადლობა უთქვამთ
Aa
Aa

17-წლამდე ნაკრების მწვრთნელი დისციპლინაზე: „წლები რომ გასულა ფეხბურთელებს მადლობა უთქვამთ"

დღეს, ტელეკომპანია იმედის ყოველკვირეულ სპორტულ გადაცემაში, სპორტი იმედზე, სტუმრად საქართველოს 19-წლამდე და საქართველოს 17-წლამდე ნაკრებების მთავარი მწვრთნელები იმყოფებოდნენ.

სხვადასხვა, საინტერესო ამბის გარდა, საუბარი შეეხო ასაკობრივ ნაკრებებში დისციპლინის საკითხს, ფეხბურთელების პიროვნული ხასიათების გამოსწორების საჭიროებასა და აღნიშნული საკითხებისადმი  განსაკუთრებულ ყურადღებას.

გიორგი ჩიტაური - საქართველოს 17-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელი

ამ საკითხს ყოველთვის ვაწყდებით.

ვისაც ჩემს ხელში გაუვლია ყველამ იცის, რომ ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს ვინ ტალანტია , ვინ არა. ყველა თანაბარია და რაიმე პრივილეგიას ვერავინ იგრძნობს. ყველაზე მეტი სწორედ ასეთ ფეხბურთელს დავსჯით და ყველაზე მეტს სწორედ ასეთ ფეხბურთელს მოვთხოვთ, მაგრამ თან ავუხსნით რატომ - როცა უფრო მაღალ საფეხურზე ავა და ეროვნულ ნაკრებში გამოიძახებენ, იქ უკვე აღარ გაიმეორეს ის, რაც აქ ჩაიდინა.

ასეთი რამოდენიმე ბავშვი მყოლია, შემდეგ წლები რომ გავიდა, მოსულან და მადლობა უთქვამთ. მქონია ისეთი შემთხვევაც, შეკრება დასრულებული ყოფილა, დამირეკავს ფეხბურთელისთვის, სადმე დამიბარებია, შევხედრილვარ და ცალკე მისაუბრია.

გიორგი ჩიტაურის საქართველოს 17-წლამდე ნაკრები  ევროშესარჩევის მატჩებს მიმდინარე წლის ოქტომბერში დაიწყებს, სადაც ელიტ-რაუნდის საგზურს ჯგუფში პირველ-მეორე ადგილზე გასული ნაკრებები და 13 ჯგუფში ოთხი საუკეთესო მესამეადგილოსანი მიიღებს.

ევროშესარჩევამდე, მზადების პროცესში, საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა ამხანაგური შეხვედრები გამართა და საერთაშორისო ტურნირზეც ითამაშა, სადაც მე-4 ადგილი დაიკავა.

გიორგი ჩიტაურის ნაკრების კალენდარი 

22 ოქტომბერი | საქართველო v ისლანდია

25 ოქტომბერი | უნგრეთი v საქართველო

28 ოქტომბერი | ესტონეთი v საქართველო

ევროპის 17-წლამდე ნაკრებების 21-ე ჩემპიონატი 2022 წლის მაისში, ისრაელში გაიმართება.

შემოუერთდი ჩვენს Facebook ჯგუფს  - საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები