თორნიკე შენგელიამ სეზონი ტიტულით დაიწყო - ცსკა-მ VTB ლიგის სუპერთასი მოიგო
Aa
Aa

თორნიკე შენგელიამ სეზონი ტიტულით დაიწყო - ცსკა-მ VTB ლიგის სუპერთასი მოიგო

ახალი სეზონი წარმატებით დაიწყო თორნიკე შენგელიასა და ცსკა-სთვის, რომელიც VTB ლიგის სუპერთასის გამარჯვებული გახდა.

ქართველი კალათბურთელი შეხვედრაში 18 წუთით ჩაერთო და საკმაოდ შედეგიანიც აღმოჩნდა - საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ამ დროში სანკტ-პეტერბურგის ზენიტს  7 ქულა ჩაუგდო. მის ანგარიშზე ასევე 9 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარებაა. თორნიკემ 2 2-ქულიანი და 1 საჯარიმო ჩააგდო.

საბოლოოდ, ცსკა-მ ზენიტს 9-ქულიანი სხვაობით აჯობა და ანგარიშით - 81-73 დაამარცხა.

გეტყვით იმასაც, რომ ნახევარფინალურ ეტაპზე მოსკოვური გუნდის მეტოქე ლოკომოტივ-ყუბანი იყო. ქართველი ფორვარდის გუნდმა მეტოქე ამ შეხვედრაშიც დამაჯერებლად დაამარცხა (91-78).

აღნიშნულ მატჩში საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ცსკა-ს სასტარტოში ითამაშა, თუმცა მხოლოდ 5 ქულა ჩააგდო. გარდა ამისა, მის ანგარიშზეა 2 პასი და 2 ჩაჭრაც იყო.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები