ჰალკი ექს-მეუღლის დისშვილისგან შვილს ელოდება
Aa
Aa

ჰალკი ექს-მეუღლის დისშვილისგან შვილს ელოდება

ბრაზილიელმა ფორვარდმა ჰალკმა განაცხადა, რომ მისი ყოფილი მეუღლის დისშვილი ორსულადაა და მისგან შვილს ელოდება.

ჰალკის პირველი მეუღლე ირან ანხელო დე სოუზა იყო, მათ ერთმანეთი იაპონიაში გაიცნეს, 2007 წელს დაქორწინდნენ. 2019 წელს ივლისში ფეხბურთელი მეუღლეს გაშორდა, მათ ორი ბიჭი და ერთი გოგონა დარჩათ. 2019 წლის ოქტომბერში სპორტსმენმა ურთიერთობა ყოფილი მეუღლის დისშვილთან, კამილა სოუზასთან დაიწყო, 2020 წლის მარტში წყვილი დაქორწინდა, ახლა კი შვილს ელოდებიან. სპორტსმენმა ინფორმაცია Instagram-ში გაასაჯაროვა.

''დღეს ჩემი გული ღმერთის მიმართ მადლიერებითაა სავსე. ემოციებს გიზიარებთ, მეოთხე შვილს ველოდები. ჩემს გულში დიდი ბედნიერებაა, ღმერთის მადლიერი ვარ''.

ამასთან დაკავშირებით ფეხბურთელის წარმომადგენელმაც ისაუბრა. მისი თქმით, ფეხბურთელმა მშობლებს სიმართლე აცნობა, მას დასამალი არაფერი აქვს, სურს ბოროტი და ღვარძლიანი კომენტარები თავიდან აიცილოს.

შეგახსენებთ, 35 წლის ფეხბურთელი იაპონიასა და ჩინეთში ასპარეზობდა, ხოლო ევროპაში ''პორტუსა'' და ''ზენიტის'' ღირსებას იცავდა. ამჟამად, სამშობლოში ცხოვრობს და ''ატლეტიკო მინეიროს'' მოთამაშეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები