''მამარდაშვილს შეცდომა არ დაუშვია'' - კანისარესმა ბენზემას გოლზე ისაუბრა
Aa
Aa

''მამარდაშვილს შეცდომა არ დაუშვია'' - კანისარესმა ბენზემას გოლზე ისაუბრა

''ვალენსიას'' ლეგენდარულმა მეკარემ სანტიაგო კანისარესმა გიორგი მამარდაშვილის შესახებ მცირე კომენტარი გააკეთა. გადაცემა Tiempo de Juego-ში სტუმრობისას კანისარესმა აღნიშნა, რომ ვინისიუსის ჩაწოდება ბრწყინვალე იყო და მეკარე ბურთის მოგერიებას ვერ შეძლებდა. მისი აზრით მამარდაშვილი კარიდან რომ არ გამოსულიყო, 95 პროცენტით გოლი მაინც გავიდოდა.

''ბენზემას გოლი მამარდაშვილის ბრალი არ იყო, მას შეცდომა არ დაუშვია. ვინისიუსის ჩაწოდებამ არეულობა გამოიწვია მცველებსა და მეკარეს შორის. მეკარე კარიდან რომ არ გამოსულიყო, 95 პროცენტით გოლი მაინც გავიდოდა''.

შეგახსენებთ, მამარდაშვილისთვის ლა ლიგაში ზედიზედ მეხუთე მატჩი იყო, ''ვალენსია'' ''მესტალიაზე'' კარლო ანჩელოტის მადრიდის ''რეალთან'' 1:2 დამარცხდა. ხოსე ბორდალასის გუნდმა უგო დუროს გოლით 66-ე წუთზე ანგარიში გახსნა, თუმცა 86-ე წუთზე ვინისიუს ჟუნიორმა ანგარიში გაათანაბრა, 88-ე წუთზე კი ვინისიუსის ჩაწოდების შემდეგ ბენზემამ მამარდაშვილის კარში გამარჯვების გოლი შეაგდო (1:2).


5 ტურის შემდეგ ''ვალენსია'' 10 ქულით მესამე ადგილზეა. ბორდალასის გუნდი ლიდერ ''რეალს'' 3 ქულით ჩამორჩება, მეორეადგილოსან ''ატლეტიკოს'' კი მხოლოდ 1 ქულით.

მამარდაშვილის გუნდი შემდეგ მატჩს 22 სექტემბერს, ''სევილიასთან'' ''სანჩეს პისხუანზე'' გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები