პელე: ''ჩემი მდგომარეობა ყოველდღიურად უმჯობესდება''
Aa
Aa

პელე: ''ჩემი მდგომარეობა ყოველდღიურად უმჯობესდება''

ლეგენდარული პელე კვლავ საავადმყოფოშია. ბრაზილიელი სან პაულუს ჰოსპიტალში ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ჯანმრთელობის გაუარესების გამო მოათავსეს, თუმცა ახლახანს პელემ Facebook-ში ფოტო გამოაქვეყნა და გულშემატკივრებს მიმართა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად უმჯობესდება.

''ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად უმჯობესდება. კარგი განწყობა საუკეთესო თერაპიაა, შესანიშნავ განწყობაზე ვარ, სხვაგვარად არ შეიძლება. ჯანმრთელობასთან დაკავშირებით არაერთი პრობლემა მაწუხებდა, ჩემი გული მადლიერებითაა სავსე. უდიდესი მადლობა ალბერტ აინშტაინის კლინიკის წარმომადგენლებს''.

ESPN- ის თანახმად, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი კვლავ გადაიყვანეს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მჟავის რეფლუქსის გამო (მდგომარეობა, რომელიც იწვევს წვის შეგრძნებას გულმკერდის ქვედა კედლის არეში, რაც იწვევს მჟავის კუჭიდან საყლაპავში გადადინებას).

ამ თვეში 80 წლის ლეგენდას მსხვილი ნაწლავის სიმსივნის ოპერაცია ჩაუტარდა და გარკვეული დროით შემდგომი დაკვირვებისთვის საავადმყოფოში იმყოფებოდა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები