ანრი:
Aa
Aa

ანრი: "ცვლილებაზე მესის რეაქცია არ გამკვირვებია"

საფრანგეთის ლიგა 1-ის მორიგ ტურში „პარი სენ ჟერმენმა“ „ლიონს“ უმასპინძლა და მძიმე ბრძოლაში 2:1 დაამარცხა. მატჩის მიმდინარეობისას პარიზელთა თავკაცმა მაურისიო პოჩეტინომ საინტერესო გადაწყვეტილება მიიღო.

76-ე წუთზე მინდვრიდან ლიონელ მესი გაიყვანა და მის ნაცვლად ჰაკიმი ჩართო თამაშში. მატჩის დასრულების შემდეგ, ლეგენდარულმა ყოფილმა ფეხბურთელმა ტიერი ანრიმ ისაუბრა.

რა თქვა ანრიმ?

„მესის რეაქცია ნამდვილად არ გამკვირვებია. დარწმუნებული ვარ, მას მოედნიდან გასვლა არ უნდოდა. არ ვიცი ლეო და პოჩეტინო იმ ეპიზოდში ერთმანეთს რას ეუბნებოდნენ. მოდით ამას უფრო სიღრმისეულად ნუ განვიხილავთ.  ერთი რამ ნათელია, მას ნამდვილად სურდა მოედანზე დარჩენა და გოლის გატანა. დარწმუნებული ვარ, ლეო გოლს მალე გაიტანს. მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელსაც სჭირდება ადაპტაცია.“

პოჩეტინო მესის ცვლილებაზე

„ეს გადაწყვეტილება თავის დაზღვევის მიზნით მივიღე. ლეო იმიტომ შევცვალე, რომ შესაძლოა ტრავმა მიეღო. ის მომავალში უფრო დაგვჭირდება. წინ მნიშვნელოვანი შეხვედრებია და მესი უნდა დამეცვა. ასეთი გადაწყვეტილებები გუნდის სასიკეთოდ ხდება. ყველამ კარგად იცის, რომ ჩვენი საოცარი ფეხბურთელები გვყავს. ხანდახან ისეთი გადაწყვეტილების მიღება გვიწევს, რომელსაც დადებითად არ შეხედავენ.“

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები