ებრალიძის სადებიუტო გოლი - დასანანი მარცხი ომონიასთან
Aa
Aa

ებრალიძის სადებიუტო გოლი - დასანანი მარცხი ომონიასთან

''ჟილ ვისენტესა'' და ''ნასიონალის'' ექს-შემტევმა ავთო ებრალიძემ კვიპროსული ''დოქსას'' რიგებში სადებიუტო გოლი ქვეყნის მოქმედ ჩემპიონ ''ომონიასთან'' გაიტანა. მისი გოლით ''დოქსამ'' სტუმრად ჰენინგ ბერგის გუნდთან ანგარიში 78-ე წუთზე გახსნა, თუმცა მესამე დამატებულ წუთზე მასპინძლებმა ანგარიში გაათანაბრეს, მერვე დამატებულ წუთზე კი გამარჯვების გოლი გაიტანეს და ''დოქსა'' ქულის გარეშე დარჩა.

ებრალიძემ გოლი ''პორტუს'' ექს-მეკარეს, ბრაზილიელ ფაბიანოს შეუგდო. ამ ეპიზოდში მეკარე აშკარად შეცდა, სამხრეთამერიკელი ვალდებული იყო ბურთი მოეგერიებინა.


რაც შეეხება ებრალიძის განვლილ კარიერას, 29 წლის შემტევს პორტუგალიის უმაღლესი ლიგის სამ კლუბში უთამაშია. ''ჟილ ვისენტეს,'' ''შავეშისა'' და ''ნასიონალის'' ღირსებას იცავდა. საერთო ჯამში პორტუგალიის უმაღლეს ლიგაში 54 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი შეაგდო და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა. გარდა ამისა რანგით მეორე ლიგაში ''ჟილ ვისენტესა'' და ''ვიზეუს'' მაისურით ასპარეზობდა.

ფეხბურთელმა თემურ ქეცბაიას მწვრთნელობისას საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 3 მატჩი ჩაატარა (2013-14).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები