10-კაციანმა ლოკომოტივმა სამგურალს არ მოაგებინა - დიდებული მატჩი საგურამოში
Aa
Aa

10-კაციანმა ლოკომოტივმა სამგურალს არ მოაგებინა - დიდებული მატჩი საგურამოში

Crystalbet ეროვნული ლიგის 25-ე ტურში თბილისის „ლოკომოტივმა“ წყალტუბოს „სამგურალს“ უმასპინძლა. მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ ჭიაბრიშვილის გუნდმა 0:2-დან შეძლო 1 ქულის გადარჩენა. იმასაც გეტყვით, რომ შეხვედრა საკმაოდ უხეში იყო. მთავარმა მსაჯმა 2 წითელი ბარათი ამოიღო.

პირველ ტაიმში გუნდებმა გოლის გატანა ვერ მოახერხეს, თუმცა მეორე ნახევარი მთლიანად განსხვავებული იყო. პაპუნა ფონიავამ 52-ე წუთზე ანგარიში გახსნა. ზუსტად 6 წუთში „სამგურალის“ უპირატესობა ორამდე თევზაძემ გაზარდა.

თევზაძის გოლამდე, „ლოკომოტივს“ ვეიდი გაუძევეს და 10 კაცით დარჩა. ჭიაბრიშვილის შეგირდები მარცხს არ ეგუებოდნენ და ბევრს აქტიურობდნენ. 70-ე წუთზე გავაშელიშვილმა 1 ბურთი გაქვითა. 79-ე წუთზე კი იმრანმა წონასწორობა აღადგინა.

სატურნირო ცხრილი და მომავალი ტური

25 ტურის შემდეგ „ლოკომოტივი“ 37 ქულით მე-5 ადგილზეა, ხოლო „სამგურალი“ 34 ქულით მე-6 პოზიციაზე. მომავალ ტურში თბილისური კლუბი ქუთაისის „ტორპედოს“ დაუპირისპირდება. მატჩი 24 სექტემბრით თარიღდება და 19:00-დან დაიწყება. წყალტუბოელები კი ასევე 24 სექტემბერს ბათუმის „დინამოს“ შეხვდებიან. შეხვედრა 21:00-დან დაიწყება.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები