იორიტაოში - ტოჩინიშინის იოლი გამარჯვება
Aa
Aa

იორიტაოში - ტოჩინიშინის იოლი გამარჯვება

ტოკიოში „რიოგოკუ კოკუგიკანში“„აკი ბაშოს'' მეათე საშეჯიბრო დღეს ტოჩინოშინი მე-8 მაეგაშირა ტობიზარუს დაუპირისპირდა. ქართველმა გოლიათმა იოლი გამარჯვება იზეიმა და მეტოქეს იორიტაოშის ილეთით მოუგო.

რაც შეეხება ურთიერთშეხვედრებს, დღევანდელ დაპირისპირებამდე ტოჩინოშინი იაპონელ რიკიშთან ორჯერ იყო დამარცხებული.

შეგახსენებთ, რომ ჩატარებული 10 ბრძოლის შემდეგ ტოჩის უარყოფითი ბალანსი აქვს, ქართველ გიგანტს 4 მოგება და 6 წაგება დაუგროვდა.

''აკი ბაშოს'' მე-11დღეს ტოჩინოშინის მეტოქე მე-16 მაეგაშირა ტოკუშორიუ იქნება. ლევან გორგაძეს ხვალინდელ მეტოქესთან ურთიერთ შეხვედრების ბალანსი (4-3) დადებითი აქვს.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები