ბრისტოლის მარათონი - არეული გზა და ჩამორთმეული ჩემპიონობა
Aa
Aa

ბრისტოლის მარათონი - არეული გზა და ჩამორთმეული ჩემპიონობა

გუშინ ბრისტოლში ორი მარათონი გაიმართა. მორბენალები ერთმანეთს 10 და 22 კილომეტრიან დისტანციაზე ეჯიბრებოდნენ. მარათონის დასრულების შემდეგ მეტად კომიკური სიტუაცია შეიქმნა.

63 წუთში, ომარ აჰმედმა 22-კილომეტრიანი დისტანციის მარათონი მოიგო, თუმცა მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ის 10-კილომეტრიან დისტანციაზე იყო დარეგისტრირებული და შეცდომა დაუშვა.

აჰმედს გზა აერია და შემთხვევით იმ 22-კილომეტრიან დისტანციაზე გადავიდა. რა თქმა უნდა, მას სირბილის დროს არანაირი წესი არ დაურღვევია, თუმცა მარათონის ორგანიზატორებმა აჰმედს არც მოგება ჩაუთვალეს და მეტიც, დისკვალიფიკაცია მისცეს.

„წესი წესია. ჩვენ ომარ აჰმედის დისკვალიფიკაცია გადავწყვიტეთ. მის პერფორმანსს მივესალმებით. აჰმედი მიწვეული იქნება მანჩესტერის დიდ მარათონზე, როგორც ელიტარული სპორტსმენი. რა თქმა უნდა, ჩვენ მას შანსს მომავალ წელს ბრისტოლში კიდევ ერთხელ მივცემთ.“

- ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები