აკი ბაშო | დაძაბული ბრძოლა - ტოჩინოშინმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა
Aa
Aa

აკი ბაშო | დაძაბული ბრძოლა - ტოჩინოშინმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა

აკი ბაშოს მე-12 დღეს ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) მე-17 მაეგაშირა ჩინოკუნის დაუპირისპირდა, რომელსაც აქამდე რვაჯერ შეხვდა და  მისი დამარცხება 7-ჯერ მოახერხა.

გამონაკლისი არც დღევანდელი დაპირისპირება ყოფილა - შეხვედრა, რომელიც 38 წამი გაგრძელდა, დაძაბული გამოვიდა და საბოლოოდ, ქართველმა ოშიდაშის ილეთით გაიმარჯვა.

აღნიშნული გამარჯვებით ტოჩინოშინმა ბალანსი გაათანაბრა (6-6) და კაჩი-კოშის გაფორმების კარგი შანსი აქვს.

ხვალ, ტურნირის მე-13 დღეს, ქართველი მებრძოლის მეტოქე მე-13 მაეგაშირა კაგაიაკი იქნება (6 გამარჯვება / 5 მარცხი).

შემოუერთდი ჩვენს Facebook ჯგუფს - საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები