Netflix-ის წინააღმდეგ ნონა გაფრინდაშვილის ინტერესებს ჯონი დეპის ადვოკატი დაიცავს
Aa
Aa

Netflix-ის წინააღმდეგ ნონა გაფრინდაშვილის ინტერესებს ჯონი დეპის ადვოკატი დაიცავს

ლეგენდარულმა მოჭადრაკემ, ნონა გაფრინდაშვილმა Netflix-ის სერიალ The Queen’s Gambit-თან დაკავშირებით უჩივლა. გაფრინდაშვილი მიიჩნევს, რომ სერიალის (ლაზიერის გამბიტი) ერთ-ერთ ეპიზოდში მის მიმართ არასწორი ინფორმაცია ჟღერდება. ასევე, ეს ეპიზოდი სექსისტურია. ეპიზოდში ნონა გაფრინდაშვილის წარმატებას პერსონაჟ ბეთ ჰარმონის მიღწევებს ადარებენ. როცა ბეთ ჰარმონი მოსკოვში შეხვედრას ატარებს, კომენტატორის ტექსტი შემდეგია:

ერთადერთი უცნაური რამ მის შესახებ (იგულისხმება ბეთ ჰარმონი) მისივე სქესია, თუმცა რუსეთში ეს ფაქტი მას უნიკალურად არ აქცევს. იქ არის ქალი მსოფლიოს ჩემპიონი, თუმცა მას კაცი მოჭადრაკის წინააღმდეგ არასდროს უასპარეზია.

აღნიშნული მონაკვეთი 1968 წლით თარიღდება. ამ პერიოდისთვის ნონა გაფრინდაშვილს სულ მცირე 59 მამაკაცი მოჭადრაკის წინააღმდეგ უთამაშია.

საჩივარში აღნიშნულია:

ბრალდება, რომლის მიხედვით გაფრინდაშვილს არასდროს უთამაშია კაცი მოჭადრაკის წინააღმდეგ აშკარა ტყუილია. ასევე, ეს არის უკიდურესად სექსისტური და დამამცირებელი.  Netflix-მა გაფრინდაშვილს უწოდა რუსი, მიუხედავად იმისა, რომ მათ იცოდნენ, რომ ის ქართველია და რომ საქართველო რუსეთის შეტევების მსხვერპლია.

იუ­რის­ტი კახა შა­რა­ბი­ძე, რო­მე­ლიც გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი­სა და სტრი­მინგ კომ­პა­ნია Netflix-ის და­ვა­შია ჩარ­თუ­ლი, გაფრინდაშვილის ინ­ტე­რე­სე­ბის ერთ-ერთი დამ­ცვე­ლია, ამ­ბობს, რომ მო­ჭად­რა­კის გარ­შე­მო ად­ვო­კატ­თა ძლი­ე­რი გუნდია:

რო­დე­საც Netflix-მა ჩვენ­თან კო­მუ­ნი­კა­ცია შე­წყვი­ტა და უარი ცი­ნი­კუ­რი ფორ­მით თქვა , ამე­რი­კი­დან ჩვენ­მა იურისტებმა გვი­თხრეს, შე­იძ­ლე­ბა, ამის ერთ-ერთი მი­ზე­ზი ისაა, ისი­ნი არ უშ­ვე­ბენ, რომ ნონა გა­აგ­რძე­ლებს ბრძოლას და სა­სა­მარ­თლომ­დე მივა. სა­სა­მარ­თლომ­დე მის­ვლა არ არის ად­ვი­ლი, მაგ­რამ ნო­ნას ჭად­რაკ­ში აგრესიული შეტევის სა­თა­მა­შო სტი­ლი ჰქონ­და და მან თქვა, არა, ჩვენ არ გავ­ჩერ­დე­ბით, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ბრძო­ლა.

შე­ვარ­ჩი­ეთ პარტნი­ო­რი იუ­რის­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ სფეროში ძა­ლი­ან დიდი სა­ხე­ე­ბი არიან – ერთი არის ბატონი როდ სმო­ლა, რომ­ლის წიგ­ნით ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბენ ამ სფე­რო­ში და კი­დევ, ალექს რუ­ფუს აი­სა­კი, რო­მე­ლიც ამჟამად ჯონი დე­პი­სა და The Sun-ის ცნო­ბილ დავაშია ჩართული, ის არა­ერთ სე­ლებ­რითს წარ­მო­ად­გენს. ქალბატონ ნო­ნას­თან და ჩვენ­თან ერ­თად იურისტების ძალიან ძლი­ე­რი გუნ­დია წარ­მოდ­გე­ნი­ლი.

ვე­ლო­დე­ბით მძაფრ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას, ძა­ლი­ან რთუ­ლი ბრძო­ლა იქ­ნე­ბა, მაგ­რამ გვჯე­რა, რომ გა­ვი­მარ­ჯვებთ. სიმართლე ჩვენს მხა­რე­ზეა და ქალ­ბა­ტონ ნო­ნას ძა­ლი­ან მძი­მე­წო­ნი­ა­ნი იუ­რის­ტე­ბის გუნ­დი ჰყავს ირ­გვლივ. ველოდებით წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას, მაგრამ ნო­ნას სტილ­ში ვა­პი­რებთ (ბრძო­ლას)", - კახა შა­რა­ბი­ძის კომენტარს Ambebi. ge ავრცელებს.

გამოცემა Deadline-ს ინფორმაციით, გაფრინდაშვილი კომპენსაციის სახით 5 მილიონ დოლარს ითხოვს. ასევე, აღნიშნული ეპიზოდის ამოჭრას, რომელიც მას ეხება. 

თავის მხრივ, The Queen’s Gambit-მა 62 მილიონი ნახვით Netflix-ის ყველაზე ნახვადი მინისერიალის წოდება დაიმსახურა. სერიალში მთავარი პერსონაჟის, ბეთ ჰარმონის, როლს ანია ტეილორ-ჯოი ასრულებს, რომელიც ობოლი გოგონას როლს განასახიერებს, შემდეგ კი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მოჭადრაკის სტატუსს მოიპოვებს.

სერიალის დამსახურებით, Google-ს საძიებო სისტემაში ჭადრაკი 2-ჯერ უფრო ხშირად იძებნება, ამის გარდა, სტატისტიკის მიხედვით, chess.com-ზე ჭადრაკით დაინტერესებული ადამიანების რაოდენობა 5-ჯერ გაიზარდა.

შემოუერთდი ჩვენს Facebook ჯგუფს - საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები