რაგბი | თითოეულ მატჩზე სასწრაფო დახმარების მანქანა და ექიმი იმუშავებს
Aa
Aa

რაგბი | თითოეულ მატჩზე სასწრაფო დახმარების მანქანა და ექიმი იმუშავებს

საქართველოს რაგბის კავშირის სამედიცინო სამსახურისა და საშეჯიბრო კომიტეტის საერთო ძალისხმევით, საქართველოს შიდა პირველობებზე დაინერგა ახალი სტანდარტი, კერძოდ, ყველა თამაშზე იქნება სასწრაფო დახმარების მანქანა და ასევე, თამაშის დღის ექიმი - ინფორმაციას საქართველოს რაგბის კავშირი ავრცელებს და ბორჯღალოსნების მთავარი ექიმის,  ნუცა შამათავას კომენტარს ავრცელებს:

მატჩის ექიმის პრაქტიკა საქართველოში პირველად დაინერგა და ის წარმოდგენილი იქნება ყველა თამაშზე, როგორც კაცთა და ჭაბუკთა ლიგებში, ასევე ფესტივალებზე. მისი ფუნქციაა, რომ აკონტროლოს და მართოს ტრავმები გუნდის ექიმებთან ერთად, ასევე, ყურადღება მიაქციოს ტვინის შერყევის აღმოჩენის პროცედურას.

სამწუხაროდ, გვქონდა შემთხვევები, როდესაც თამაშები სამედიცინო სამსახურის წარმომადგენლის გარეშე ტარდებოდა, რაც დაუშვებელია განსაკუთრებით, კონტაქტური სპორტისთვის. მატჩის ექიმი ასევე აღრიცხავს ტრავმებს და ინფორმაციას სამედიცინო სამსახურს მიაწვდის. ანალიზის შედეგად მივიღებთ სურათს თუ რა ტრავმებია ყველაზე ხშირი და რა არის მისი გამომწვევი მიზეზი, რაც სამომავლოდ ტრავმების პრევენციაში დაგვეხმარება.

ეს სიახლე მოთამაშეთა კეთილდღეობას ემსახურება, რათა ტრავმებს არ მოყვეს გართულებები.

გარდა ამისა, ყველა თამაშზე იქნება სასწრაფო დახმარების ბრიგადა.

ფოტო: დიდი 10

აქვე შეგახსენებთ, რომ 2021/2022 წლების დიდი 10-ის სეზონი წინასწარ დაანონსებულზე ორი კვირით გვიან, 24 სექტემბერს დაიწყება. მიზეზი  კოვიდ-პანდემიაა, რომელმაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით და მათ შორის საქართველოში, სარაგბო კალენდარი არაერთხელ შეცვალა.

შემოუერთდი ჩვენს Facebook ჯგუფს -საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები