დაძაბული ბრძოლა და გამარჯვება - ბასილაშვილი Moselle Open-ის 1/4-ფინალშია
Aa
Aa

დაძაბული ბრძოლა და გამარჯვება - ბასილაშვილი Moselle Open-ის 1/4-ფინალშია

საფრანგეთის ქალაქ მეცში მიმდინარე Moselle Open-ის საერთაშორისო ტურნირის მერვედფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი ესპანელ ალეხანდრო დავიდოვიჩ ფოკინას დაუპირისპირდა და სამ სეტში 0:6, 6:4, 7:6 (7:4) სძლია და მეოთხედფინალში გააღწია.

პირველი სეტი ესპანელის დამაჯერებელი გამარჯვებით 6:0 დასრულდა, თუმცა მეორე სეტში ქართველმა ჩოგბურთელმა უპირატესობა მოიპოვა და 6:4 გაიმარჯვა. გადამწყვეტი მესამე სეტი აღმოჩნდა, რომელიც ნიკამ უკუბრეიკი შეასრულა და სეტის ტაიბრეიკამდე მიყვანა შეძლო, სადაც უკეთესი იყო - 7:4.

ტურნირის პირველ წრეში ქართველი ჩოგბურთელი იტალიელ ჯანლუკა მაგერს დაუპირისპირდა და ორ სეტში 6:3 7:6 დაამარცხა.

Moselle Open-ის საპრიზო ფონდი 481 270 ევროა.

შეგახსენებთ, აღნიშნულ ტურნირამდე საქართველოს პირველი ჩოგანი ამერიკის ღია პირველობას მესამე წრეში გამოეთიშა. ნიკამ ამერიკელი რეილი ოპელკას ბარიერი ვერ დაძლია და სამ სეტში ანგარიშით - 6:7(5), 3:6, 4:6 დამარცხდა. შეხვედრა 2 საათსა და 18 წუთს გაგრძელდა.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები