გიორგი შერმადინმა ყოფილ გუნდს 29 წუთში 19 ქულა ჩაუგდო
Aa
Aa

გიორგი შერმადინმა ყოფილ გუნდს 29 წუთში 19 ქულა ჩაუგდო

ესპანეთში გიორგი შერმადინის ტენერიფესა და  უნიკახას დაპირისპირება შედგა, რომელიც მასპინძლების სასარგებლოდ, 5-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით - 87-82 დასრულდა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრი სასტარტო ხუთეულში იყო, საბოლოო ჯამში, შეხვედრაში 28:50 წუთით ჩაერთო, ამ დროში კი თავი 19 ქულას, 6 მოხსნას, 1 ჩაჭრას და 1 დაფარებას მოუყარა. გიორგიმ 10-დან 7 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 4-ჯერ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 7-ჯერ დაჯარიმდნენ.

შერმადინის სარგებლიანობის კოეფიციენტი 22-ს გაუტოლდა.

შეგახსენებთ, რომ შერმადინი უნიკახას რიგებში 2017-2019 წლებში გამოდიოდა.

ამ ეტაპზე ტენერიფე მე-10 ადგილზე იმყოფება (1 გამარჯვება / 1 მარცხი).  ქართველი ლეგიონერის გუნდი მომდევნო მატჩს 25 სექტემბერს, ბილბაო ბასკეტთან ჩაატარებს.

შემოუერთდ ჩვენს Facebook ჯგუფს - საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები