დავით მუჯირი: „გულშემატკივარში ეს ოპტიმიზმი სანიოლმა თავად შექმნა
Aa
Aa

დავით მუჯირი: „გულშემატკივარში ეს ოპტიმიზმი სანიოლმა თავად შექმნა"

ყოველ ორშაბათს, 21:00 საათზე, CrystalSport-ი ქართული ფეხბურთის გულშემატკივარს „საგოლე გადაცემას" სთავაზობს. გადაცემის წამყვანები საინტერესო სტუმრებთან ერთად ქართულ ფეხბურთში მიმდინარე აქტუალურ საკითხებს მიმოიხილავენ.

ამჯერად, გადაცემის სტუმარი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი, დავით მუჯირი იყო, რომელმაც არაერთი საინტერესო საკითხის შესახებ ისაუბრა. საუბარი შეეხო საქართველოს ეროვნულ ნაკრებს და მის მთავარ მწვრთნელს, ვილი სანიოლს.

დავით მუჯირი

თავი კარგად გაართვა - გულშემატკივარს მისი დანიშვნის გადაწყვეტილება გაურკვეველი ეგონა, თუმცა  საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მუშაობის დასაწყისში მან ოპტიმიზმის საფუძველი გააჩინა.  გულშემატკივარს ოპტიმიზმი ივნისშიც დარჩა, როდესაც რუმინეთის წინააღმდეგ ამხანაგური შეხვედრა, სტუმრად მოვიგეთ.

მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი 2022 წლის ივნისი იქნება, როდესაც  ერთა ლიგის 4 ტური ზედიზედ გაიმართება, ეს ზაფხულის გათავისუფლებულ ფანჯარას უკავშირდება, რადგან მუნდიალმა ზამთარში გადაინაცვლა.

არსებობს თეორიული შანსი, რომ ჯერ 2 ამხანაგური შეხვედრა გავმართოთ, შემდეგ კი სწორედ ეს 4 ოფიციალური მატჩი ჩავატაროთ.

ვილი სანიოლმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მუშაობა მიმდინარე წლის 15 თებერვლიდან დაიწყო. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და ფრანგ სპეციალისტს შორის 2-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა. მისი ხელმძღვანელობით, კონკრეტული მიზნების მიღწევის შემთხვევაში, უკვე არსებულ ორწლიან კონტრაქტს კიდევ ორწლიანი თანამშრომლობა დაემატება.

ამ დროში ვილი სანიოლის საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 8 შეხვედრის ჩატარება უკვე მოასწრო, მათ შორის, 3 ამხანაგური მატჩი.

სტატისტიკა კი ასეთია: მატჩი: 8, გამარჯვება: 1, ფრე: 1, მარცხი: 6, გატანილი: 5/გაშვებული: 17.

შემოუერთდი ჩვენს Facebook ჯგუფს - საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები