ზაგრების საერთაშორისო ტურნირი | გაირკვა ქართველი ძიუდოისტების მეტოქეები
Aa
Aa

ზაგრების საერთაშორისო ტურნირი | გაირკვა ქართველი ძიუდოისტების მეტოქეები

ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადის შემდეგ, ხორვატიაში სტარტს საერთაშორისო ტურნირი აიღებს, სადაც ქართველ გულშემატკივარს საქართველოს სახელით მოასპარეზე ძიუდოისტების ხილვის საშუალება ექნება.

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში საქართველოს დელეგაცია 3 სხვადასხვა წონით კატეგორიაში, 4 სპორტსმენით იასპარეზებს, მათ შორის:

73 კგ | ჯუმბერ მელაძე

81 კგ | ტატო გრიგალაშვილი

81 კგ | ზაურ დვალიშვილი

90 კგ | ლუკა მაისურაძე

ცნობილია ქართველი ძიუდოისტების პირველი მეტოქეებიც: ჯუმბერ მელაძე ასპარეზობას ბრიტანელი მოწინააღმდეგით - დანიელ პოველით დაიწყებს, ტატო გრიგალაშვილი ზაგრების გრან პრიზე მეორე წრიდან ჩაერთვება, მისი მეტოქე კი  კონგოელ სედრიკ კალონგასა და მოლდოვეთის წარმომადგენელ ნიკონ ზაბოროსკიუსს შორის გაირკვევა. ზაურ დვალიშვილი ესპანელი მეტოქეს, ხოსე მარია მენდიოლას დაუპირისპირდება, ხოლო ლუკა მაისურაძე ტატო გრიგალაშვილის მსგავსად, 1/8 ეტაპიდან იტალიელ ჯენარო პირელისა და ავსტრიელ იოჰანეს პაჩერს შორის გამარჯვებულს დაელოდება.

საინტერესოა, რომ აღნიშნულ ტურნირზე საქართველო მონაწილეობას არ გეგმავდა, შესაბამისად, განაცხადში ძირითადი შემადგენლობა არ არის, 2 სპორტსმენი კი დებიუტანტია - 18 წლის მელაძე და 19 წლის - დვალიშვილი.

ზაგრების გრან პრი 35 ქვეყნის 246 ძიუდოისტს გააერთიანებს, შეხვედრები  ფინიშთან 26 სექტემბერს მივა.

შემოუერთდი ჩვენს Facebook ჯგუფს - საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები