საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრები კოსოვოს წინააღმდეგ 13-0 დამარცხდა
Aa
Aa

საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრები კოსოვოს წინააღმდეგ 13-0 დამარცხდა

საქართველოს 17-წლამდე ქალთა ფეხბურთელთა ნაკრებმა ლუქსემბურგში საკვალიფიკაციო ეტაპი დაიწყო, პირველი მატჩი კოსოვოს წინააღმდეგ გამართა და სამწუხაროდ, დიდი ანგარიშით - 13-0 დამარცხდა.

მეტოქემ ჩვენი ნაკრების კარი პირველ ნახევარში სამჯერ აიღო , ხოლო დანარჩენი 10 გოლი მეორე ტაიმში გავიდა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრები პირველია, რომელსაც ქალი მწვრთნელი, სალომე ხუბულური წვრთნის.

ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

სალომე ხუბულური გუნდი შესარჩევი რაუნდის მატჩებისთვის 18 ფეხბურთელის შემადგენლობით 22 სექტემბერს გაემგზავრა:

მეკარეები: ანანო ხუცურაული (ბახტრიონი, ახმეტა), თამარ ყიზილაშვილი (ბახტრიონი, ახმეტა)

მცველები: ლიზი ჯგუშია (ნორჩი დინამო, თბილისი), ანა პავლიაშვილი (ნორჩი დინამო, თბილისი), ნინო აბულაძე (ნიკე, თბილისი), მაია ხუციშვილი (ნიკე, თბილისი), სალომე კევლიშვილი (ბახტრიონი, ახმეტა), ელენე გაზდელიანი (დინამო, სოხუმი)

ნახევარმცველები: მარიამ მამნიაშვილი (ნიკე, თბილისი), ლიზი კანკია (კვარტალი, თბილისი), ელენე ენჯიბაძე ( გორი იუნაიტედი, გორი), ლიზი დიასამიძე (დინამო, ბათუმი), რუსუდან მანაგაძე (გორი იუნაიტედი, გორი)

თავდამსხმელები: ლიკა მანუჩარაშვილი (ნორჩი დინამო, თბილისი), ელენე ჩიქოვანი (კვარტალი, თბილისი),  ნინო ბუხრიკიძე (ნიკე, თბილისი), ლიზი გომელაური (დინამო, სოხუმი), ნინი ბერიძე (დინამო, ბათუმი).

საქართველოს 17-წლამდე ნაკრები მომდევნო მატჩს ლუქსემბურგის წინააღმდეგ გამართავს, შემდეგ კი ბელარუსს დაუპირისპირდება.

შემოუერთდი ჩვენს Facebook ჯგუფს - საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები