კუმანს რობერტო მარტინესი შეცვლის? ესპანელი მთავარი ფავორიტია
Aa
Aa

კუმანს რობერტო მარტინესი შეცვლის? ესპანელი მთავარი ფავორიტია

რობერტო მარტინესი „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელის პოსტის დაკავების მთავარი ფავორიტია. ინფორმაციას Goal-ი ავრცელებს და ამის შესახებ ესპანური Mundo Deportivo-ც წერს.

კლუბმა გადაწყვეტილება უკვე მიიღო და ნიდერლანდელი ამ სეზონს ბარსელონაში ვეღარ დაასრულებს.

ამჟამად „ბარსა“ ჩავისა და რობერტო მარტინესის კანდიდატურებს განიხილავს. არიან სხვებიც, თუმცა სხვადასხვა დამაბრკოლებელი ფაქტორებიდან გამომდინარე ეს ორი ვარიანტი ახლა ყველაზე რეალურია, მაგრამ ბოლო საათებში ბელგიის ნაკრების თავკაცის შესახებ გაცილებით აქტიურად იწერება.

ლაპორტას მარტინესი მოსწონს, მას იცნობს და კარგი ურთიერთობაც აქვს. მარტინესს ასევე კარგად იცნობს კლუბში მომუშავე ხორდი კრუიფიც. გავრცელებული ინფორმაციით, ესპანელმა სპეციალისტმა ბელგიის ფეხბურთის ფედერაციას აცნობა, რომ მისით ბარსელონა ინტერესდება და წასვლის სურვილი თავადაც აქვს.

მარტინესის გამოსასყიდი თანხა 1.5 მილიონი ევროა. Goal-ი წერს, რომ თუ შეთანხმება შედგა, ესპანელი სპეციალისტი ბელგიის ნაკრებს ოქტომბრის სანაკრებო პაუზის შემდეგ დატოვებს. მას არ სურს, რომ გუნდი ამ მატჩებამდე მიატოვოს.

Marca წერს, რომ „ლევანტესთან“ (შინ) ლა ლიგაში, „ბენფიკასთან“ (სტუმრად) ჩემპიონთა ლიგაზე და ასევე ლა ლიგაში „ატლეტიკოს“ (სტუმრად) წინააღმდეგ გუნდს კვლავ კუმანი უხელმძღვანელებს. ეს მისი ბოლო შანსი იქნება.

აღსანიშნავია, რომ ამ მატჩების შემდეგ სანაკრებო პაუზა უწევს და მწვრთნელის შესაცვლელად იდეალური მომენტი იქნება.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები