Aa
Aa

"ფეხბურთს 40-წლამდე ითამაშებს" - სულშერი რონალდუზე

კრიშტიანუ რონალდუ „მანჩესტერ იუნაიტედში“ დაბრუნების შემდეგ ბრწყინვალე ფორმაშია და ამას გატანილი გოლების რაოდენობითაც ამტკიცებს. პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა 3 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა. „წითელი ეშმაკების“ მთავარ მწვრთნელს სჯერა, რომ კრიშტიანუ 40-წლამდე მაღალ დონეზე შეძლებს თამაშს. ამასთან დაკავშირებით სულშერმა ბრიტანულ მედიასთან ისაუბრა.

რა თქვა სულშერმა?

„ნამდვილად არ გამიკვირდება, თუ რონალდუ 40-წლამდე ითამაშებს ფეხბურთს. ის ფაქტი , თუ როგორ ზრუნავს თავის თავზე, ამის თქმის საშუალებას მაძლევს. კრიშტიანუმ უდიდესი ენერგია დახარჯა, რათა ამ დონეზე ყოფილიყო. ის მისაბაძი ფეხბურთელია. მან ყველა ის ჯილდო დაიმსახურა, რომელიც მიიღო. შთამბეჭდავი იცით რა არის? ის კიდევ მშიერია და ტიტულები სწყურია.

პორტუგალიელის მენტალიტეტი აბსოლუტურად შესამჩნევია. ეს ყველაფერი მისი შინაგანი სურვილებიდან მოდის. ის ასე იქამდე გააგრძელებს, სანამ არ მიხვდება, რომ მის ფეხებს მეტი აღარ შეუძლიათ. ან იქამდე, სანამ თვითონ არ ჩათვლის, რომ თავისი თავი ამოწურა. კრიშტიანუ დიდებულია. ვამაყობ, რომ  ასეთ ფეხბურთელთან მიწევს მუშაობა.“

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები