კარში სილესენია - ვალენსიას შემადგენლობა ბილბაოსთან MARCA-ს ვერსიით
Aa
Aa

კარში სილესენია - ვალენსიას შემადგენლობა ბილბაოსთან MARCA-ს ვერსიით

გიორგი მამარდაშვილმა „სევილიასთან“ მატჩში რამდენიმე შეცდომა დაუშვა, რომლებსაც „ვალენსიას“ კარში გოლი მოჰყვა. სპორტულ პრესაში ქართველი მეკარე და იასპერ სილესენი ერთ-ერთი მთავარი სალაპარაკო თემაა.

ლა ლიგის ტურის წინ, ესპანური გამოცემა MARCA ყოველთვის წერს გუნდების სავარაუდო შემადგენლობებს. გამონაკლისი არც დღევანდელი შემთხვევაა. ქართველი გულშემატკივრების სამწუხაროდ, გავლენიანი გამოცემა „ღამურების“ კარში იასპერ სილესენს მოიაზრებს.

„“ვალენსია“ ბილბაოს „ატლეტიკს“ დანაკლისით ხვდება. ბორდალასის გუნდს სოლერი, გაია, ჩეირიშევი და კორეია არ ეყოლება.“

- წერს მარკა და სავარაუდო თერთმეტეულის სურათს აქვეყნებს, რომელშიც გიორგი მამარდაშვილი არ ფიგურირებს.

შეგახსენებთ, რომ "ვალენსიასა" და ბილბაოს "ატლეტიკის" მატჩი 25 სექტემბერს თბილისის დროით 18:15-დან დაიწყება.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები