პრიორიტეტი რეალია - რუდიგერი ჩელსისთან კონტრაქტს არ ახანგრძლივებს
Aa
Aa

პრიორიტეტი რეალია - რუდიგერი ჩელსისთან კონტრაქტს არ ახანგრძლივებს

„ჩელსიში“ გადასვლის შემდეგ, ანტონიო რუდიგერმა შესანიშნავი პროგრესი განიცადა და გულშემატკივრები მას ტოპ მცველებში მოიაზრებენ. გერმანელი ცენტრალური მცველის სათამაშო ხარისხის გაუმჯობესების შემდეგ, ბევრი ინფორმაცია გაჩნდა. რუდიგერს არაერთ ევროპულ გრანდს უკავშირებენ.

ესპანური გამოცემა MARCA წერს, რომ ანტონიოს „ჩელსისთან“ კონტრაქტის გახანგრძლივება არ სურს. საქმის კურსშია მისი აგენტი, რომელმაც რუდიგერი „რეალს“ და „ბაიერნს“ შესთავაზა. წყაროს ცნობით,  თავად ფეხბურთელის პრიორიტეტი „სამეფო კლუბია“.

30 წლის უკანახაზელს „არისტოკრატებთან“ კონტრაქტი 2022 წლის ივნისში ეწურება. ლონდონურმა გრანდმა მას გაუმჯობესებული ხელშეკრულება შესთავაზა, რომელიც ხელფასის სახით 6.5 მილიონ ევროს მოიცავს, თუმცა რუდიგერმა წლიურად 10 მილიონი ევრო მოითხოვა. ამას კი „ჩელსის“ ხელმძღვანელობა ჯერჯერობით არ თანხმდება.

მადრიდის „რეალს“ დაცვის ხაზში პრობლემები აქვს. გუნდი სერხიო რამოსმა და რაფაელ ვარანმა დატოვეს, თუმცა „ბლანკოსში“ თავისუფალი აგენტის სტატუსით დავიდ ალაბა გადავიდა. თავისუფლად შეიძლება რუდიგერის შემთხვევაშიც იგივე განმეორდეს.

რუდიგერი „ჩელსიში“

გერმანელი ფეხბურთელი ლონდონში სათამაშოდ 2017 წელს „რომადან“ გადაბარგდა. ამ პერიოდის განმავლობაში რუდიგერი „ჩელსის“ საკვანძო ფეხბურთელად იქცა. 2017 წლიდან დღემდე მან „არისტოკრატების“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 156-ჯერ მოირგო, 8 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები