იბრაჰიმოვიჩი:
Aa
Aa

იბრაჰიმოვიჩი: "სხეული ბერდება და არ მემორჩილება, ეს პრობლემაა"

ზლატან იბრაჰიმოვიჩს ამჯერად ტრავმა აქვს და ჯერჯერობით გუნდის დახმარებას ვერ ახერხებს. შვედმა თავდამსხმელმა დაზიანების გამო ევროპის ჩემპიონატიც გამოტოვა. ამის შემდეგ, სერია ა-ს ტურში „ლაციოს“ წინააღმდეგ დაბრუნდა, გოლი გაიტანა, თუმცა აქილევსის მყესი დაიზიანა და კვლავ რეაბილიტაციის პროცესშია.

მიუხედავად ამისა, სტეფანო პიოლის იმედი აქვს, რომ ჩემპიონთა ლიგაზე „ატლეტიკოსთან“ გასამართი მატჩისთვის ლეგენდარული შვედი გამოჯანმრთელებას მოასწრებს. ზლატანი ოქტომბერში 40 წლის ხდება და მისი კონტრაქტი „როსონერისთან“ მომავალი წლის ივნისში იწურება. შვედმა საკუთარ მომავალ იტალიურ მედიასთან ისაუბრა.

რა თქვა იბრამ?

„როდესაც ახალგაზრდა ვიყავი, გამუდმებით ვთამაშობდი. არ მაინტერესებდა მტკიოდა, თუ არა რამე. როგორც მაშინ, ახლაც მინდა გატანა და გამარჯვება. დროთა განმავლობაში მივხვდი, რამდენად მნიშვნელოვანია მოუსმინო საკუთარ სხეულს.

ახლა ჩემი გონება ბრწყინვალედ მუშაობს, თუმცა სხეული ბერდება და მე არ მემორჩილება, ეს პრობლემაა. წელს აუცილებლად მოვუსმენ სხეულს. უმცირეს შეტყობინებასაც, რომელსაც გამომიგზავნის აუცილებლად გავითვალისწინებ. მხოლოდ ასე ავირიდებ გართულებებს.

ყოველდღიურად უნდა ვიფიქრო თან ძალიან ნელა. ვფიქრობ, მე „სუპერმენი“ არ ვარ. როდესაც გასახდელში შევედი, ვიკითხე, თუ რამდენ ფეხბურთელს ჰქონდა ნათამაშები ჩემპიონთა ლიგაზე. მხოლოდ ორმა ასწია ხელი.. ვიფიქრე, რომ ეს ხუმრობა იყო.

გასულ სეზონში ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა და შიდა ჩემპიონატის მოგება იყო. სერია ა-ს მოგება ვერ მოვახერხეთ, თუმცა ძალიან ახლოს მივედით.. ეს მხოლოდ ჩემი დამსახურება არ არის. წვლილი თითოეულმა ფეხბურთელმა შეიტანა.“

იბრაჰიმოვიჩი „მილანში“

ვეტერანი თავდამსხმელი „როსონერის“ 2019 წლის ზამთარში დაუბრუნდა. ზლატანმა „მილანში“ თავი უმალ დაიმკვიდრა და შესანიშნავად დაიწყო თამაში. დღემდე იბრაჰიმოვიჩმა იტალიური გრანდის მაისური ყველა ტურნირზე ერთად 48-ჯერ მოირგო, 29 გოლი გაიტანა 29 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები