კრესპო:
Aa
Aa

კრესპო: "იუვე თუ ჩელსი? დაუფიქრებლად ჩელსიში ისევ ვითამაშებდი"

ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში ტურინის „იუვენტუსი“ „ჩელსის“ მასპინძლობს. ამასთან დაკავშირებით, იტალიური მედია „არისტოკრატების“ ყოფილ ფეხბურთელს ჰერნან კრესპოს დაუკავშირდა და რამდენიმე კითხვა დაუსვა.

რა თქვა კრესპომ?

„“ჩელსის“ ჩემი ისტორიის გამო უდიდეს პატივს ვცემ. მათთან ერთად პრემიერ ლიგა მოვიგე. არჩევანის წინაშე, რომ დავდგე „ჩელსის“ გარდა სხვა არცერთ გუნდს არ ავირჩევ. „არისტოკრატებს“ ორჯერ შევუერთდი. „იუვენტისის“ წინააღმდეგ ყოველთვის მნიშვნელოვან გოლებს ვიტანდი.

ამ მომენტში არცერთი გუნდის სიტუაცია კარგად არ ვიცი. იუვეს და „ჩელსის“ გახსნითი მატჩები ვნახე ჩემპიონთა ლიგაზე. ორივემ დამაჯერებლად გაიმარჯვა. მათ უყვართ ჯგუფური ეტაპის მარტივად გავლა, თუმცა წინასწარ ვერანაირ პროგნოზს ვერ გავაკეთებ.

ლონდონელებს რომელუ ლუკაკუ ჰყავთ, რომელიც მცველებისთვის ნამდვილი საშიშროებაა. ბელგიელი თავისი სათამაშო სტილით სხვა ფეხბურთელებს სივრცეებს უთავისუფლებს. მას ბევრი გოლი გააქვს და გუნდს ეფექტურად ეხმარება.“

კრესპო „ჩელსიში“

არგენტინელმა ყოფილმა თავდამსხმელმა ლონდონურ კლუბში ორი სეზონი გაატარა. კრესპო პირველად „ჩელსიში“ 2003 წელს გადავიდა. მეორედ კი 2005 წელს. ჯამში ჰერნანმა „არისტოკრატების“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 73-ჯერ მოირგო, 25 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები