დიდი უპირატესობით - სიტიმ ჩელსი სტემფორდ ბრიჯზე დაამარცხა
Aa
Aa

დიდი უპირატესობით - სიტიმ ჩელსი სტემფორდ ბრიჯზე დაამარცხა

პრემიერ ლიგის მე-7 ტურში ცენტრალური დაპირისპირება გაიმართა. „ჩელსიმ“ „მანჩესტერ სიტის“ უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ კოლოსალურ უპირატესობას პეპ გუარდიოლას გუნდი ფლობდა და „არისტოკრატებს“ არაფრის შანსი არ მისცა.

პირველი ტაიმი შედარებით მოსაწყენი იყო. ბურთს ძირითადად მანჩესტერელები აკონტროლებდნენ და კარში ზუსტად ვერცერთმა გუნდმა ვერ დაარტყა. მეორე ტაიმში პეპის შეგირდები გააქტიურდნენ და 53-ე წუთზე გაბრიელ ჟესუსმა ერთადერთი და გადამწყვეტი გოლი გაიტანა.

ცნობისთვის, ტუხელის გუნდმა პრემიერ ლიგის ეგიდით უკანასკნელად „სტემფორდ ბრიჯზე“ მიმდინარე წლის 12 მაისს წააგო. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ „ჩელსიმ“ კარში ზუსტად ერთხელაც ვერ დაარტყა.

სატურნირო მდგომარეობა და მომავალი ტური

ამ წაგების შემდეგ „ჩელსის“ 13 ქულა აქვს და დროებით მესამე ადგილზე იმყოფება. ჯერჯერობით „არისტოკრატების“ კონკურენტებს საკუთარი თამაშები არ ჩაუტარებიათ. მომავალ ტურში „ლურჯები“ „საუთჰემპტონს“ უმასპინძლებენ. მატჩი 2 ოქტომბრით თარიღდება და თბილისის დროით 18:00-დან დაიწყება.

რაც შეეხება „სიტის“, პეპის გუნდი 13 ქულით მეორე ადგილზე აღზევდა, თუმცა ლოგიკურად არც „ქალაქელების“ კონკურენტებს ჩაუტარებიათ საკუთარი მატჩები. მომავალ ტურში გუარდიოლას შეგირდები „ლივერპულს“ ესტუმრებიან. შეხვედრა 3 ოქტომბრით თარიღდება და თბილისის დროით 19:30-დან დაიწყება.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები