დრამატული მატჩი და გაფუჭებული თერთმეტმეტრიანი - იუნაიტედი ასტონ ვილასთან დამარცხდა
ინგლისის პრემიერლიგის მე-6 ტურში მანჩესტერ იუნაიტედისა და ასტონ ვილას მატჩი შედგა. ოლდ ტრაფორდზე გამართული შეხვედრა დრამატული გამოვიდა (0-1).
88-ე წუთამდე შეხვედრაში ნულოვანი ფრე იყო, რასაც ასტონ ვილას გოლი მოჰყვა (0-1). მატჩის მიმდინარებისას წონასწორობის აღდგენა იუნაიტედსაც შეეძლო, თუმცა 90+3 წუთზე პენალტი ბრუნო ფერნანდეშმა ვერ გამოიყენა მაშინ, როდესაც მოედანზე კრიშტიანუ რონალდუც იმყოფებოდა.
გასული, 6 ტურის შემდეგ მანჩესტერ იუნაიტედს 13 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილს იკავებს, ხოლო ასტონ ვილა 10 ქულით მეექვსეა.
სულშერის გუნდი მომდევნო შეხვედრას ვილიარელის წინააღმდეგ, ჩემპიონთა ლიგაზე ჩაატარებს, ხოლო 2 ოქტომბერს, ევერტონს, ოლდ ტრაფორდზე დაუპირისპირდება.
შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა