გუარდიოლა:
Aa
Aa

გუარდიოლა: "ვამაყობ ცოტათი ჩემი თავითაც, თუმცა განსაკუთრებით კლუბით"

პეპ გუარდიოლამ „ჩელსისთან“ გამარჯვების შემდეგ, თავისი გუნდის შესანიშნავი თამაშის გამო პრესკონფერენციაზე აღფრთოვანება ვერ დამალა:

„ბიჭები დღეს წარმოუდგენლები იყვნენ. მე ამით ვამაყობ, რაც დღეს ამ სტადიონზე ასეთი გუნდის წინააღმდეგ გავაკეთეთ. გამოვედით და ჩვენი ფეხბურთი ვითამაშეთ. ზოგჯერ ეს ასე არ მუშაობს, რადგან მეტოქე უკეთესია. ჩვენ ზეწოლას განვაგრძობდით, რამაც ჩელსის შეტევების ორგანიზებაში ხელი შეუშალა.

ძალიან ამაყი ვარ ამ გამარჯვებით. ჩემპიონთა ლიგის მოქმედ ჩემპიონს მოვუგეთ სტემფორდ ბრიჯზე. ვამაყობ ცოტათი ჩემი თავითაც, თუმცა განსაკუთრებით კლუბით.

ეს მხოლოდ სამი ქულაა, მაგრამ ჩვენ ძალიან კარგად ვითამაშეთ. ხანდახან გვეჩვენება, რომ ჩვენ გვჭირდება გამოკვეთილი ფორვარდი, რომელიც შანსებს გარდაქმნიდა, მაგრამ მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორ ვითამაშებთ. მთავარია ვიმოქმედოთ როგორც გუნდმა, როგორც ერთმა მთლიანობამ. ასე იყო გასულ სეზონში, როდესაც აგუერო მუდმივად ტრავმირებული იყო, მაგრამ ჩვენ მოვიგეთ პრემიერ ლიგა“.

„სიტიმ“ ამ გამარჯვების შემდეგ 13 ქულა მოაგროვა და „არისტოკრატებს“ სატურნირო ცხრილში გაუთანაბრდა.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები