Aa
Aa

"მე ასეთ პასებს არ მაძლევს" - მბაპე ნეიმარის მოქმედებით უკმაყოფილოა

პსჟ-ში შესაძლოა მალე ახალი კონფლიქტი მომწიფდეს. კავანი-ნეიმარის უთანხმოების ისტორია ყველას კარგად მოეხსენება, როცა ბრაზილიელი და ურუგვაელი პენალტის დასარტყმელად ერთმანეთს ბურთს არ უთმობდნენ. ამჯერად საქმე მბაპეს ეხება.

RMC Sport-ის ცნობით, ლიგა 1-ის მე-8 ტურის მატჩში პსჟ-სა და „მონპელიეს“ შორის, მბაპემ ნეიმარის მისამართით უკმაყოფილება საჯაროდ გამოხატა.

„ის, მე ასეთ პასებს არ მაძლევს“, - უთხრა მბაპემ იდრისა განა გეიეს, რომელიც სათადარიგოთა სკამზე მის გვერდით იჯდა.

პსჟ გეიეს გოლით 1:0-ს იგებდა, როცა 88-ზე წუთზე პოჩეტინომ მბაპე იკარდით შეცვალა. რამდენიმე წამში კი ნეიმარმა დრაქსლერს საგოლე გადაცემა გაუკეთა და გერმანელმაც საფინალო ანგარიში დააფიქსირა.

მბაპე თვლის, რომ ნეიმარი მას ისეთ პასებს არ აძლევს, როგორიც მაგალითად ამჯერად დრაქსლერს გაუკეთა. წყარო წერს, რომ გუნდში მესის მისვლის შემდეგ, კილიანსა და ნეიმარს შორის ურთიერთობა გაფუჭდა.

მაურისიო პოჩეტინოს შიდა სამზარეულოს მოწესრიგება მოუწევს, რომ ასეთი სუპერშემადგენლობის მქონე გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე უმაღლესი მიზნებისთვის იბრძოლოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვინც ამ კონფლიქტს პირველი შეეწირება მწვრთნელი იქნება.

რაც შეეხება მბაპეს, მისი კონტრაქტი 2022 წლის ივნისში სრულდება და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ფრანგმა ახალი ხელშეკრულება გააფორმოს. კილიანი სავარაუდოდ კარიერას მადრიდის „რეალში“ გააგრძელებს.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები