ზაგრების საერთაშორისო ტურნირი | ლუკა მაისურაძე ფინალშია და ოქროს შეუტევს
Aa
Aa

ზაგრების საერთაშორისო ტურნირი | ლუკა მაისურაძე ფინალშია და ოქროს შეუტევს

ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადის შემდეგ, ხორვატიაში სტარტი საერთაშორისო ტურნირმა აიღო, სადაც  გულშემატკივარს საქართველოს სახელით მოასპარეზე ძიუდოისტების ხილვის საშუალება აქვს.

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში საქართველოს დელეგაცია 3 სხვადასხვა წონით კატეგორიაში, 4 სპორტსმენით ასპარეზობს, მათ შორისაა ლუკა მაისურაძე 90-კილოგრამ წონით კატეგორიაში, რომელიც ფინალში გავიდა და ოქროს მედალს შეუტევს.

იმისთვის, რომ საქართველოს ანგარიშზე მეორე ოქროს მედალი იყოს, ამისათვის მაისურაძემ აზერბაიჯანის წარმომადგენელი, მამადალი მეჰდიევი უნდა დაამარცხოს.

ფინალური შეხვედრა თბილისის დროით 19:00 საათიდან დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ გასული დღე ტრიუმფით დასრულდა ტატო გრიგალაშვილისთვის, რომელიც 81-კილოგრამი წონითი კატეგორიის ფინალში  ბრაზილიელ გილერმე შმიდტს დაუპირისპირდა. ქართველმა სამხრეთამერიკელი ვაზარით დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.

ზაგრების გრან პრი 35 ქვეყნის 246 ძიუდოისტს გააერთიანებს, შეხვედრები ფინიშთან დღეს, 26 სექტემბერს მივა.

შემოუერთდი ჩვენს Facebook ჯგუფს - საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები