ზედიზედ მე-4 გამარჯვება - ჩრდილო ლონდონური დერბი არსენალის გამარჯვებით დასრულდა
Aa
Aa

ზედიზედ მე-4 გამარჯვება - ჩრდილო ლონდონური დერბი არსენალის გამარჯვებით დასრულდა

ინგლისის პრემიერლიგის მე-6 ტურში ლონდონის არსენალმა ტოტენჰემს ემირეითზე უმასპინძლა და დამაჯერებელი სხვაობით, ანგარიშით - 3-1 დაამარცხა. აღნიშნულ მატჩში მიკელ არტეტას გუნდმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება იზეიმა.

აღსანიშნავია, რომ არსენალმა სტუმრებს სამივე გოლი პირველ ტაიმში გაუტანა - უგო ლორისის კარი მე-12 წუთზე ჯერ სმიტ როუმ აიღო (1-0), 27-ე წუთზე ობამეიანგმა (2-0), ხოლო 34-ე წუთზე - ბუკაიო საკამ (3-0).

მეორე ტაიმში, 79-ე წუთამდე, არსენალი შეხვედრას სამბურთიანი სხვაობით იგებდა, თუმცა 79-ე წუთზე ტოტენჰემმა ერთი ბურთის გაქვითვა სონის გოლით შეძლო (3-1).

სატურნირო მდგომარეობა

შეიძლება ითქვას, რომ 6 ტურის შემდეგ, ინგლისის პრემიერლიგის ცხრილში სიმჭიდროვეა.

ამ ეტაპზე გათამაშების ლიდერი ლივერპულია. იურგენ კლოპის გუნდს 14 ქულა აქვს და 1 ქულითაა წინ მანჩესტერ სიტიზე, ჩელსიზე, მანჩესტერ იუნაიტედსა და ევერტონზე. ჯერ-ჯერობით, არსენალს 9 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილს იკავებს, ხოლო ტოტენჰემი ასევე 9 ქულით, მე-11 პოზიციაზეა.

მომდევნო ტურში არსენალი ბრაიტონს ესტუმრება. შეხვედრა 2 ოქტომბერს შედგება. ტოტენჰემი კი საშინაო შეხვედრას ასტონ ვილას წინააღმდეგ, 3 ოქტომბერს ჩაატარებს.

შემოუერთდი ჩვენს Facebook ჯგუფს - საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები