მხოლოდ 3 გეიმი მოიგო - გორგოძის მარცხი ყაზახეთში
Aa
Aa

მხოლოდ 3 გეიმი მოიგო - გორგოძის მარცხი ყაზახეთში

ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე ყაზახეთის დედაქალაქ ნურსულთანში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირში ჩაერთო, თუმცა 1/16-ფინალურ ეტაპზე მსოფლიოს 47-ე ჩოგანთან, ყაზახ იულია პუტინცევასთან დამარცხდა. მატჩი ყაზახის გამარჯვებით 6:1, 6:2 დასრულდა.

პუტინცევამ, რომელიც პირველ ნომრადაა განთესილი, მატჩი დამაჯერებლად მოიგო. აღსანიშნავია, რომ 29 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა მხოლოდ სამი გეიმი მოიგო. 

Astana Open-ის საპრიზო ფონდი 235 238 აშშ დოლარს შეადგენს.

შეგახსენებთ, ბოლო პერიოდში წყვილთა თანრიგში ეკო გორგოძემ ზედიზედ ორი ტიტული მოიგო. კერძოდ, კარლსრუეში 115-ათასიან ტურნირი რუმინელ ირინა ბარასთან ერთად, ხოლო ვალენსიაში გამართულ 80-ათასიან ტურნირში მისი მეწყვილე ბელგიელი ისალინ ბონავენტურე იყო.

მას წყვილთა შორის მესამე ტიტულის მოპოვების რეალური შანსი ჰქონდა, თუმცა ვალენსიაში გამართული საერთაშორისო ტურნირის ფინალი დათმო. გორგოძე ბრაზილიელ ლაურა პიგოსთან ერთად ასპარეზობდა, მათი წყვილი ფინალში ალიონა ბოლშოვა ზადოინოვასა და ანდრეა გამიზის წყვილთან 3:6, 4:6 დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები