მესი: ''ამ გოლით ძალიან ბედნიერი ვარ, ეს გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანია''
Aa
Aa

მესი: ''ამ გოლით ძალიან ბედნიერი ვარ, ეს გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანია''

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის 2021-22 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში პსჟ-მ შინ ''მან. სიტი'' 2:0 დაამარცხა. ანგარიში იდრისა გეიემ გახსნა, მეორე გოლი კი ლეო მესის ანგარიშზეა, არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა ფრანგული კლუბის რიგებში სადებიუტო გოლი 74-ე წუთზე გაიტანა. მან ბურთი მბაპესთან გაითამაშა და ედერსონი უშანსოდ დატოვა.

მატჩის შემდეგ CANAL+-სთან ლეო მესიმ ისაუბრა.

''ახლახანს ტრავმის გამო მატჩი გამოვტოვე, ამ სტადიონზე მხოლოდ მეორე მატჩი ჩავატარე, პსჟ-ში ჯერ კიდევ ადაპტაციას გავდივარ. ჩვენ ყველას გვჭირდება პროგრესი და განვითარება, შეტევის ხაზში ერთად ხშირად თამაში ურთიერთგაგებაში დაგვეხმარება, რომ შევთამაშდეთ და ჩვენი საუკეთესო თვისებები გამოვავლინოთ''.

''დიდებული გუნდის წინააღმდეგ ვითამაშეთ. ''ბრიუგესთან'' ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანია. ამ გოლით ძალიან ბედნიერი ვარ''.

შეგახსენებთ, პირველ ტურში პსჟ-მ ''ბრიუგესთან'' მხოლოდ 1 ქულა მოიპოვა. ასე რომ, ორი ტურის შემდეგ მაურისიო პოჩეტინოს ანგარიშზე 4 ქულაა. ამდენივე ქულაა ''ბრიუგეს'' ანგარიშზე. ''მან. სიტი'' 3 ქულით მესამე პოზიციაზეა, ხოლო ''ლაიფციგი'' 0 ქულით აუტსაიდერია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები