ახალი ისტორია დაწერა - ბენზემას რეკორდი ჩემპიონთა ლიგაზე
Aa
Aa

ახალი ისტორია დაწერა - ბენზემას რეკორდი ჩემპიონთა ლიგაზე

ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში მადრიდის „რეალმა“ „შერიფს“ უმასპინძლა და სენსაციურად 1:2 დამარცხდა. ამ მატჩზე მთელს მსოფლიოში საუბრობენ და „ბლანკოსს“ აქილიკებენ. „სამეფო კლუბის“ მხრიდან ერთადერთი გოლი კარიმ ბენზემამ გაიტანა და ამით ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში სამუდამოდ ჩაეწერა.

ფრანგმა თავდამსხმელმა ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მე-17 სეზონში გაიტანა.. ეს კი აბსოლუტური რეკორდია. ასეთი შედეგი ისტორიაში არასდროს არცერთ სხვა ფეხბურთელს არ ჰქონია.

კარიმი ამ შედეგზე არ გაჩერებულა. „რეალის“ „ცხრიანმა“ ჯამში ჩემპიონთა ლიგაზე 72-ე გოლი გაიტანა და ლეგენდარულ რაულ გონსალესს გადაასწრო. მადრიდელთა ყოფილი კაპიტნის ანგარიშზე 71 შედეგიანი დარტყმა გახლავთ.

ბენზემაზე წინ მხოლოდ ლევანდოვსკი(75 გოლი), ლეო მესი(121 გოლი) და კრიშტიანუ რონალდუ (135 გოლი) არიან.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები