სამჭიდის ჯამში 912 კგ. - თემურ სამხარაძე მსოფლიო ჩემპიონია
Aa
Aa

სამჭიდის ჯამში 912 კგ. - თემურ სამხარაძე მსოფლიო ჩემპიონია

შვედეთის ქალაქ ჰალმსტადში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე კლასიკურ სამჭიდში IPF-ის ვერსიით თემურ სამხარაძემ სამი მოძრაობის ჯამში 912 კგ. დააგროვა და ოქროს მედალი მოიპოვა.

ქართველმა ძალოსანმა სოლიდური უპირატესობით ჩამოიტოვა იტალიელი და რუსი მეტოქეები და ქართული ჰიმნიც ააჟღერა.

ქართველმა მსოფლიო ჩემპიონმა ჩაჯდომში 345 კგ. დაძლია,წოლჭიმში კი 205 კგ, ხოლო ამოწვაში 362 კგ. დააფიქსირა.

20 წლის სამხარაძისთვის ეს პირველი მასშტაბური ტურნირი იყო და ის გახდა პირველი ქართველი, რომელმაც ძალისმიერ სამჭიდში ახალგაზრდებში მსოფლიო ჩემპიონობა იზეიმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები