ბასილაშვილის იურისტები:
Aa
Aa

ბასილაშვილის იურისტები: "საუბრის შინაარსი შეცვლილი და არასწორად ინტერპრეტირებულია"

ბოლო დღეებში ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმემ ისევ წინა პლანზე წამოიწია და საზოგადოების განხილვის თემად იქცა. PHR.GE-ს სტატიაში აღნიშნულია, რომ 2020 წლის 23 მაისს, ჩოგბურთელის ძმამ, თენგიზ ბასილაშვილმა დეკანოზ შალვა კეკელიას დაურეკა და საპატრიარქოს სახელით შუამდგომლობის დაწერა სთხოვა.

ამ ინფორმაციას ბასილაშვილის იურისტები CrystalSport-თან საუბარშინ აღნიშნავენ, რომ მედიაში გავრცელებული ცნობები სუბიექტური მიზეზებით არის ინტერპრეტირებული და ისინი რეალობას არ ასახავს. გთავაზობთ ბასილაშვილის უფლებადამცველთა პოზიციას ამ თემასთან დაკავშირებით:

„ამ ეტაპზე, არ განვიხილავთ სერიოზულად ე.წ  "უკანონო მიყურადების" საქმეში, თენგო ბასილაშვილის და მამა შალვა კეკელიას კრეფსს. ეს ჩანაწერი არ მიგვაჩნია ავთენტურად, რადგან მედიაში გამოქვეყნებული საუბრის შინაარსი  შეცვლილი და დამუშვებულია იმგვარად, როგორც ეს მის შემქმნელებს ხელეწიფებოდათ...

რაც შეეხება ანა აბაშიძის ორგანიზაციის მოთხოვნას, გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით, რაზე უნდა დაიწყოს გამოძიება პროკურატურამ? მოძღვარმა სულიერი შვილი სასამრთლოში  რომ დაახასიათოს, ეს კრიმინალია?!

აბსურდული ბრალდება ვრცელდება თენგო ბასილაშვილისა და მამა შალვა კეკელიას წინააღმდეგ. არანაირ სატელეფონო მოსმენას არ ვადასტურებთ, არც ამ საუბრის შინაარს, რადგან კონტექსტი შეცვლილი და დაჩეხილია. თენგო ბასილაშვილი ტაძრის ეზოში ესაუბრა ოჯახის მოძღვარს და სთხოვა, სასამართლოში დაეხასიათებინა მისი ძმის  პიროვნება, ეს საუბარი შედგა საჯარო სივრცეში და რა კონსპირაციაზე და მიყურადებაზეა საუბარი, ვერ ვხვდებით!

ერთმნიშვნელოვნად, ეს არის სპეკულაცია,  არასამთვრობო ორგანიზაციის მხრიდან და ემსახურება ერთადერთ მიზანს:  მიიქციონ მედიის ყურადღება! ასეთ აბსურდზე რომ გამოძიება არ დაიწყება, ეს თავადაც მშვენივრად იციან“, - აცხადებენ ნიკოლოზ ბასილაშვილის იურისტები CrystalSport-თან საუბრისას.

ბასილაშვილი-დოროყაშვილის სამართლებრივი დავა გრძელდება და მომდევნო სასამართლო პროცესი 25 ოქტომბერსაა ჩანიშნული - მოსამართლე ბრალდების მხარის მოწმეებს მოუსმენს.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები