მერაბ დვალიშვილი: „ადვილად არაფერი მოდის, მაგრამ ყველაფერი შესაძლებელია
Aa
Aa

მერაბ დვალიშვილი: „ადვილად არაფერი მოდის, მაგრამ ყველაფერი შესაძლებელია"

მერაბ დვალიშვილმა UFC-ში მე-9 ბრძოლა გამართა და ზედიზედ მე-7 გამარჯვება მოიპოვა. ქართველმა მებრძოლმა ბრაზილიელი მერლონ მორაეში დაამარცხა.

პირველ რაუნდში მერაბი მარცხს გადაურჩა, როცა მორაეში ნოკაუტით მოგებასთან ახლოს იყო. ამის შემდეგ დვალიშვილმა ბრძოლაში დაბრუნება შეძლო, მეტოქე პარტერში გადაიყვანა, რაც მეორე რაუნდში უკეთ გამოიყენა და საბოლოოდ, გამარჯვებასაც მიაღწია.


წარმატებამდე დვალიშვილმა გრძელი და რთული გზა გაიარა, სპორტსმენი ემიგრაციაში 6 წელი იმყოფებოდა და მშენებლობების პარალელურად სპორტისთვის სასურველი კონდიციების შენარჩუნებას ცდილობდა.

დვალიშვილს არაერთხელ უსაუბრია, რომ ამერიკაში, სახლების დასანგრევად ფიზიკურად ძლიერი ადამიანი ესაჭიროებოდათ და მუშაობის იდეაც აქედან გაჩნდა. ამინდის მიუხედავად დაკისრებულ მოვალეობას პირნათლად ასრულებდა,  ყინვისგან გრძნობადაკარგული ცხელი შხაპით თბებოდა, შემდეგ კი სავარჯიშოდ მიიჩქაროდა. ერთხელ, იყო ასეთი შემთხვევაც, როდესაც მუშაობისას სახლის სახურავიდან ჩავარდა და დაშავდა.

UFC-ში, ზედიზედ მე-7 გამარჯვების შემდეგ, დვალიშვილმა სოციალური ქსელით სწორედ ეს პერიოდი გაიხსენა:

ადვილად არაფერი მოდის, მაგრამ მთავარია შრომა და მოთმინება შენი მიზნებისთვის. ყველაფერი შესაძლებელია.

შემოუერთდი ჩვენს Facebook ჯგუფს - საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები