„გიგამ მითხრა, რომ მზადაა
Aa
Aa

„გიგამ მითხრა, რომ მზადაა" - სონენმა ვოლკანოვსკის მომდევნო მეტოქეებზე ისაუბრა

UFC-ის ლეგენდარულმა მებრძოლმა, ჩეილ სონენმა ალექსანდრ ვოლკანოვსკის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და ჩემპიონის ერთ-ერთ სავარაუდო მეტოქედ გიგა ჭიკაძე დაასახელა. სონენმა „ნინძაზე“ Youtube-ის საკუთარ არხზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ილაპარაკა და განაცხადა, რომ ჭიკაძე სატიტულო ბრძოლისთვის მზადაა.

„ვოლკანოვსკის რამდენიმე ვარიანტი აქვს. პირველი სამსახურის გარეშე დარჩენაა, მეორე ვარიანტი კი გიგასთან ჩხუბია. განსაკუთრებით იმ ორი რაღაცის გამო, რაც ვოლკანოვსკის სურს. პირველი - მას უნდა, რომ აქტიური იყოს და მეორე - ოქტაგონზე სიახლე სურს, ჭიკაძე კი ნამდვილად კარგი კანდიდატია.

გიგას დღეს ველაპარაკე და მითხრა, რომ მზადაა. ის მზადაა, ახლავე იჩხუბოს. თანაც ჰოლოუეისა და ვოლკანოვსკის დაპირისპირება სადამდე უნდა გაგრძელდეს. მე-3 ბრძოლაში მაქსმა რომ გაიმარჯვოს, როგორ ფიქრობთ, ვოლკანოვსკი მატჩრევანშს არ იმსახურებს? სხვა ალტერნატივაზე უნდა გადავერთოთ და გიგა ერთ-ერთ მათგანს წარმოადგენს. მესამე ვარიანტს რაც შეეხება, აქამდე მეგონა, რომ ვოლკანოვსკი ან გიგას შეხვდებოდა, ან პაუზას აიღებდა, მაგრამ ახლა ჩემპიონი ჰენრი სეხუდომ გამოიწვია. პირადად მე, ნამდვილი ჰენრი სეხუდო ვიხილე და ამ ვარიანტზე დაფიქრება ნამდვილად ღირს“.

შეგახსენებთ, რომ გიგა ჭიკაძემ კარიერაში მე-14 გამარჯვება მოიპოვა. „ნინძას“ UFC-ში 7-დან 7 ბრძოლა აქვს მოგებული და ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის რეიტინგში მე-8 ადგილს იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები