რეზი დავითაძე :
Aa
Aa

რეზი დავითაძე : "ოპერაციის შემდეგ ერთი თვე მქონდა მოსამზადებლად"

ძალოსნობაში ევროპის 23-წლამდე ჩემპიონატზე რევაზ დავითაძემ 3 ვერცხლის მედალი მოიპოვა. მან (89 კგ.) ატაცში 159/163 კგ. დაძლია და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. 22 წლის სპორტსმენმა აკვრაშიც ანალოგიური შედეგი აჩვენა, მან 187/193 კგ. გაიფორმა. საერთო ჯამში კი 356 კილო დააგროვა და საქართველოს მორიგი ვერცხლის მედალი მოუტანა.

წარმატების შემდეგ რეზიმ სოციალურ ქსელში გულშემატკივრებს მიმართა :

„საღამომშვიდობისა, დღეს კიდევ ერთი დღე დასრულდა მედლით. ეს შეჯიბრი გამოირჩევა დროის უკმარისობით, ოპერაციის შემდეგ ერთი თვე მქონდა მოსამზადებლად, ვეცადე ყველაფერი ჩამედო. გავაგრძელებ ბრძოლას უმაღლესი სინჯის მედლის მოსაპოვებლად! მადლობა მწვრთნელებს, ექიმებს და გულშემატკივრებს“

შეგახსენებთ,რომ საქართველოს დელეგაციის ანგარიშზე 7 (6 ვერცხლი და 1 ბრინჯაო) მედალია. რეზი დავითაძის გარდა ევროპის ჩემპიონატის პრიზიორები კახი ასანიძე და არჩილ მალაყმაძე გახდნენ.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები