ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი | ზაზა ლომთაძემ 1 ოქრო და 2 ვერცხლი მოიპოვა
Aa
Aa

ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი | ზაზა ლომთაძემ 1 ოქრო და 2 ვერცხლი მოიპოვა

ფინეთში მიმდინარე 20-წლამდე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე, 102-კილოგრამ წონით კატეგორიაში, საქართველომ მონაგარს 3 მედალი მიუმატა, მათ შორის: 1 ოქრო და 2 ვერცხლი.

ზაზა ლომთაძემ ატაცში 151/155 კილოგრამი დაძლია და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. ლომთაძე აკვრაში საუკეთესო იყო, თავი 186/193/196 კილოგრამს გაართვა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა, ორჭიდის 351 კილოგრამით კი ვერცხლი მოიპოვა.

დღესვე, ვანო ქაზუმაშვილმა კი ატაცში თავი 130/135 კილოგრამს გაართვა მე-9 ადგილზე გავიდა, ძალოსანმა აკვრაში 160/168 დაძლია და მე-6 ადგილზეა, ორჭიდში მოგროვილი 303 კილოგრამით კი მე-7.

საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის ინფორმაციითვე, ფინეთში მიმდინარე 20 და 23-წლამდე წლამდე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატიდან საქართველოს ძალოსანთა ნაკრების პირველი ნაწილი სამშობლოში დაბრუნდა.

შემოუერთდი ჩვენს Facebook ჯგუფს -საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები