ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი | აკაკი ტალახაძემ 3 ბრინჯაო მოიპოვა
Aa
Aa

ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი | აკაკი ტალახაძემ 3 ბრინჯაო მოიპოვა

ფინეთში მიმდინარე 20-წლამდე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე, 102-კილოგრამ წონით კატეგორიაში, ზაზა ლომთაძემ საქართველომ მონაგარს 3 მედალი მიუმატა, მათ შორის: 1 ოქრო და 2 ვერცხლი, ხოლო რამდენიმე წუთის წინ აკაკი ტალახაძემ - 3 ბრინჯაოს მედალი.

აკაკი ტალახაძემ ატაცში 151/155 კგ. დაძლია და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

ძალოსანმა აკვრაში დაძლეული 185/195 და ორჭიდში დაგროვილი 350 კილოგრამით კიდევ 2 ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა.

ევროპის ჩემპიონატზე მონაწილე ძალოსანთა სრული შემადგენლობა

U20: ბაჩუკი შამილიშვილი ( 55 კგ) გურამ გიორბელიძე (67 კგ), არჩილ მალაყმაძე (73 კგ), ედუარდ კაკაბაძე (81 კგ),  ლომია თებიძე (89 კგ), ზაზა ლომთაძე (102 კგ), ვანო ქაზუმაშვილი (102 კგ), აკაკი ტალახაძე (109 კგ)

U23: კახი ასანიძე (73 კგ), რეზი დავითაძე (89 კგ) , ირაკლი გობეჯიშვილი (89 კგ), ირაკლი ჩხეიძე (102 კგ).

ფოტო: ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია

შემოუერთდი ჩვენს Facebook ჯგუფს - საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები