Aa
Aa

"ბურთი დიდხანს უნდა დავიჭიროთ" - კლოპი სიტისთან მატჩის წინ

პრემიერ ლიგის მორიგ ტურში ცენტრალური დაპირისპირებაა. „ლივერპული“ „მანჩესტერ სიტის“ უმასპინძლებს. ამ ძალზედ მნიშვნელოვანი დაპირისპირების წინ, მერსისაიდელთა თავკაცმა იურგენ კლოპმა ჟურნალისტებთან ისაიუბრა.

რა თქვა კლოპმა?

„თავდაცვის ყველაზე კარგი საშუალება ბურთის კონტროლი იქნება. ამას „სიტი“ იდეალურად აკეთებს. მათ ბურთის ფლობის პროცენტული მაჩვენებელი ყოველთვის მაღალი აქვთ. გუარდიოლას გუნდს განსაკუთრებული კონტრ-პრესინგის იმპულსი აქვს, რაც ძალიან ეხმარება.

პეპი ჩვენს წინააღმდეგ ხშირად იყენებს 4-4-2 სისტემას. ასე თავს უკეთესად იცავს და ლავირების საშუალება აქვს. მათ ინდივიდუალურად საკმაოდ ძლიერი მოთამაშეები ჰყავთ, რომლებიც არაერთ პოზიციაზე თამაშობენ.  ეს ყველაფერი ერთად საინტერესო გაერთიანებას გვაძლევს. ეს არის მიზეზი იმისა, თუ რატომ მოიგო „მანჩესტერ სიტიმ“ ბოლო წლებში ბევრჯერ პრემიერ ლიგა.

მოსამზადებლად ორივე გუნდს ცოტა დრო ჰქონდა. ვიმეორებ, მთავარია ბურთი დიდხანს შევინარჩუნოთ. ასე თამაში უფრო მარტივი გახდება. „სიტი“ ბურთის გარეშე დაბნეული იქნება და ამას უნდა მივაღწიოთ.

შეგახსენებთ, რომ „ლივერპულისა“ და „მანჩესტერ სიტის“ დაპირისპირება 3 ოქტომბრით თარიღდება და თბილისის დროით 19:30-დან დაიწყება.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები